დონალდ ტრამპზე თავდასხმაზე – მადლობა ღმერთს, ის სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს და ჯანმრთელადაა – მშვიდობას ვუსურვებ ამერიკას და ამერიკელ ხალხს, მთელ მსოფლიოს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე დონალდ ტრამპზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.
ღარიბაშვილი მშვიდობას უსურვებს ამერიკას, ამერიკელ ხალხს და მთელ მსოფლიოს.
„ღრმად შეშფოთებული ვარ ამერიკის 45-ე პრეზიდენტზე, პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმით. მადლობა ღმერთს, ის სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს და ჯანმრთელადაა. მშვიდობას ვუსურვებ ამერიკას და ამერიკელ ხალხს, მთელ მსოფლიოს!“ – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გამოვიდნენ ბედნიერი, გახარებული სახეებით. რაში მაინტერესებს რა ეჭირათ ხელში, ისე უხაროთ ჩვენი, ხალხის დანახვა. არ დამსხდარან და არ მოუყოლიათ, როგორ სიმწრით დაზარდათ ოჯახებმა…