ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ ვახშამს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ ვახშამს, სახელწოდებით – “ვაშენებთ ხვალინდელ ევროპას”. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით მიმართა მიწვეულ სტუმრებს. ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობასა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა.
მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ასევე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტმა ბრენდე ბორგემ, ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ალექსანდერ დე კროომ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ, ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა, ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა და ვაჭრობის ევროკომისარმა ვალდის დომბროვსკიმ, კანადის ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა კრისტია ფრილენდმა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – 1-ელი აგვისტო ყველას თავის ნამდვილ და სამუდამო სახელს დაარქმევს – ჩვენ, ვინც მზია ამაღლობელის მხარეზე ვართ, სამართლისთვის ვიბრძვით – ამაყნი ვართ, ასეთი ძლიერი და მართალი ქალის გვერდში რომ ვართ

მამუკა ხაზარაძე ანდრო ჭიჭინაძესა და ვეფხია კასრაძეს – ანდრო, ეს ბრძოლაა, რომელსაც შენნაირ კაცებთან ერთად ჩვენი ქვეყანა აუცილებლად მოიგებს! – ვეფხო, თავისუფლება ლომთა ხვედრია, ეს შენ არაერთხელ დაგიმტკიცებია სამშობლოსთვის ბრძოლაში