ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის ეკონომიკური ფორუმის მონაწილე ლიდერებსა და წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის ეკონომიკური ფორუმის მონაწილე ლიდერებსა და წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან ერთად, ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის, კლაუს შვაბისა და მისი მეუღლის მიერ ორგანიზებულ მიღებას დაესწრო.
ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაურმა პირველი შეხვედრა გამართა კომპანია Koç Holding-ის აღმასრულებელ თავმჯდომარესთან. განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოში კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ასევე ახალ პროექტებსა და სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები. მხარეებმა ეკონომიკური ტენდენციები მიმოიხილეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ბოლო წლებში საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს, რაც მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.
აღინიშნა, რომ ინვესტორებისთვის საქართველო არაერთი მიმართულებით არის ხელსაყრელი, მათ შორის აიტი სექტორში ქვეყანას აქვს ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი საგადასახადო პირობები და დინამიკურად ვითარდება. მხარეებმა ასევე იმსჯელეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე.
Koç Holding-ი უმსხვილესი თურქული კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს უმდიდრეს 500 კომპანიას შორისაა. ის თურქეთის ბაზრის გლობალური მოთამაშეა. კომპანიაში დასაქმებულია 105 ათასი ადამიანი. მისი შემოსავალი 34 მილიარდ 97 მილიონ დოლარს შეადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

„დიფ სთეითს“ „ვეთინგზე“ რომ არ დავთანხმდით, სწორედ ამიტომ ვერ შეძლეს სასამართლოს ხელით არჩევნების შედეგები გაეუქმებინათ, თორემ, დღეს, კარგ შემთხვევაში, ქაოსში ჩაძირულები ვიქნებოდით და ცუდ შემთხვევაში – ომში

პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, პრეზიდენტმა მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები და რაგბის კავშირის წარმომადგენლები ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა