ირაკლი ღარიბაშვილი გურიის რეგიონში პარტიულ აქტივს 24 მარტს შეხვდება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი გურიის რეგიონში პარტიულ აქტივს მომდევნო კვირას – 24 მარტს შეხვდება. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. შეხვედრები გაიმართა აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეებთან და პარტიულ აქტივთან. ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო შაქარიშვილი: რთული იყო ჩემთვის, ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ამ სამარცხვინო დეგრადაციის და მორალური დაცემის ყურება, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი განიცდის – ძალიან მოკლე აღმოჩნდა გზა, ბორელთან ღირსეულად ჩატარებული ბრიფინგიდან – ყვითელი პრესის მეთოდებამდე