ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერს ტელეფონით ესაუბრა

ევროკომისიის მიერ მიღებულ დადებით გადაწყვეტილებაზე გერმანიის ფედერალურ კანცლერს – ოლაფ შოლცს ტელეფონით ესაუბრა. კანცლერმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, საქართველოს მთავრობის მეთაურმა კი ოლაფ შოლცს ევროკავშირის რეკომენდაციების იმპლემენტაციის პროცესში გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის გზაზე გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის შემდგომი მხარდაჭერის დიდ მნიშვნელობას.
კანცლერმა სატელეფონო საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ გერმანია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო წლის ბოლოს ევროპული საბჭოსგან ევროკომისიის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაციის დადასტურების მოლოდინშია, რაც ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადაიყვანს. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლება რეკომენდაციების შესრულების წარმატებით დაწყებულ პროცესს გააგრძელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან, საუბარი გვქონდა იმ თემებზე, რომლებიც საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივასა და რეგიონში ჩვენს როლს შეეხება, გავუზიარეთ ჩვენი გზავნილები ინტერესებთან დაკავშირებით

EPC-ის სამიტის ფარგლებში, მე მქონდა 30-მდე პოლიტიკურ ლიდერთან გასაუბრების შესაძლებლობა, განვიხილეთ საქართველოსა და მისი შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი თემები, მრგვალი მაგიდის ფორმატში ხაზი გავუსვი, რომ არის გარკვეული უსამართლობა საქართველოს მიმართ, რაც უნდა შეიცვალოს