გაცხადებული მიზანი გვაქვს, რომ გვინდა მაქსიმალური შედეგის აღება, გვაქვს ამბიცია, რომ ავიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობაც, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, ამბროლაურში გამართულ შეხვედრაზე ამომრჩევლებთან და პარტიულ აქტივთან ქვეყანაში მოახლოებულ არჩევნებზე ჰქონდათ საუბარი.
„ვისაუბრეთ მოსალოდნელ არჩევნებზე, მინდა გითხრათ, რომ მაგარი განწყობაა ამ რეგიონში. ჩვენი მთავარი გზავნილი მოგეხსენებათ რომ არის შემდეგი, პირველად იმართება სრულად პროპორციული არჩევნები, ამიტომ საჭიროა მაქსიმალური მობილიზება და სწორედ ამ საკითხებზე იყო საუბარი. გაცხადებული მიზანი გვაქვს, რომ გვინდა მაქსიმალური შედეგის აღება, გვაქვს ამბიცია, რომ ავიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობაც, სწორედ ამ და სხვა მიმდინარე თემებზე გვქონდა საუბარი ამომრჩევლებთან, ჩვენი პარტიის აქტივთან. ვფიქრობ, რომ მაგარი განწყობაა და მაგარი შედეგი დაიდება ამ რეგიონში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.