ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში გაემგზავრა

ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი , პრეზიდენტ ს მოწვევით, ბაქოში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრემიერი 24 ნოემბერს ქალაქ ბაქოში, SPECA-ს („გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის“) ეკონომიკურ ფორუმს საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება.

ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ მთავრობის მეთაურთა სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე შეხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს.

SPECA-ს დაარსებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ფორუმი წელს აზერბაიჯანის თავმჯდომარეობით იმართება.