ირაკლი ღარიბაშვილი – ახალი ტაქტიკაა, რომ რაიმენაირად 20% გადაუწყვეტელი, შუაში მყოფი ამომრჩეველი შეაცდინონ – რეალურად არ არსებობს „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებელი არცერთი ოპოზიციური პარტია

ე.წ. ახალი ტაქტიკაა, რომ რაიმენაირად 20% გადაუწყვეტელი, შუაში მყოფი ამომრჩეველი შეაცდინონ და წარმოაჩინონ, რომ ისინი [სხვა ოპოზიციური პარტიები] „ნაციონალურ მოძრაობას“ არ წარმოადგენენ, სინამდვილეში ეს ძალიან დიდი ტყუილია – რეალურად არ არსებობს „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებელი არცერთი ოპოზიციური პარტია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მის თქმით, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა და არჩევნებზე მოქალაქეების დეზინფორმაციისგან დაცვას დიდი მნიშვნელობა ექნება.
„არჩევნებზე დიდი მნიშვნელობა ექნება დეზინფორმაციისგან ჩვენი საზოგადოების დაცვას. რას ვგულისხმობ ამაში – ე.წ. კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, გაშლა მოახდინოს. ეს აპრობირებული მეთოდია. ეს ე.წ. ახალი ტაქტიკა ისაა, რომ რაიმენაირად 20% გადაუწყვეტელი, შუაში მყოფი ამომრჩეველი შეაცდინონ და წარმოაჩინონ,რომ ისინი [სხვა ოპოზიციური პარტიები] „ნაციონალურ მოძრაობას“ არ წარმოადგენენ. სინამდვილეში ეს ძალიან დიდი ტყუილია და ჩვენი საზოგადოება ამას არ მიიღებს. რეალურად არ არსებობს „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებელი არცერთი ოპოზიციური პარტია. იქნება ეს „ლელო“ – „ნაციონალები“, თუ „გირჩი“ „ნაციონალები“ – ისინი კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“, რომელთა მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. ჩვენი ამოცანა იქნება, რომ ეს არჩევნები ძლიერად და დამაჯერებლად მოვიგოთ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.