ირაკლი ღარიბაშვილი – ამერიკა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია – ჩვენი მხრიდან ყოველთვის იყო და არის განწყობა, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ და გავაძლიეროთ

ამერიკა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია – ჩვენი მხრიდან ყოველთვის იყო და არის განწყობა, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ და გავაძლიეროთ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მან ჟურნალისტებთან სხვა თემებზე ისაუბრა, მათ შორის ემიგრანტების მხრიდან არჩევნებზე ხმის ონლაინ მიცემის შესაძლებლობაზე და აღნიშნა, რომ „ემიგრანტებს აქვთ საშუალება, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ და ყველაფერი კარგადაა“.
„პროპორციული არჩევნები პირველად ტარდება და ის ელექტრონულად ჩატარდება. ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო. ემიგრანტებს აქვთ საშუალება, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ და ყველაფერი კარგადაა. ყველაფერი კარგად გვაქვს გააზრებული და ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ამ ეტაპზე მიზანშეწონილია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.