ირაკლი ღარიბაშვილის 1 მლნ ლარიანი გირაო შეეფარდა და ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ აღკვეთის ღონისძიების სახით პროკურატურის მიერ მოთხოვნილი 1 მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა, მას ასევე აეკრძალა ქვეყნის დატოვება და ჩამოერთვა პასპორტი.
მას გირაოს თანხის გადასახდელად 30-დღიანი ვადა განესაზღვრა.
სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილს სიტყვის უფლებით არ უსარგებლია.
“რამის თქმა ხომ არ გსურთ?“, – მიმართა მას მოსამართლემ.
„არაფერი“, – უპასუხა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
სისხლის სამართლის მუხლით გათვალისწინებული ეს დანაშაული, მისი გამტკიცების შემთხვევაში ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 9-დან 12 წლამდე.
მასალა განახლდება
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

მეუფე შიო – ყველანაირად ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა