ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ევროინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ევროინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე იმსჯელეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე.
ხაზი გაესვა, რომ გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ქვეყანა გააგრძელებს რეფორმებს.
კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი იყო ყველა ის უწყება, რომლებიც წლების განმავლობაში მონაწილეობდნენ აღნიშნული რეფორმების განხორციელებაში.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს რეკომენდაციების შესრულებაზე და ამ პროცესში სხვადასხვა უწყების კოორდინირებულ მუშაობაზე.
შეხვედრაზე განიხილეს მომავალი წლის დღის წესრიგი, ასევე − თუ როგორ უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ საქართველომ განაგრძოს რეფორმების იმპლემენტაცია.
“ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის იმპლემენტაციას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს გაიმართა საქართველოს ევროინტეგრაციის კომისიის სხდომა, სადაც ჩართული იყო ყველა სახელმწიფო უწყება, რომელიც მთელი წლების განმავლობაში იღებდა მონაწილეობას რეფორმების განხორციელებაში. ვცდილობთ, 15 დეკემბრამდე, როდესაც ევროპულმა საბჭომ, წევრმა ქვეყნებმა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, გავაგრძელოთ პროგრესი რეფორმების დღის წესრიგის მიმართულებით.
შესაბამისად, ეს იყო ჩვენი განხილვის მთავარი მიზანი. არა მარტო 15 დეკემბრამდე, ჩვენ ვისაუბრეთ მომავალი წლის დღის წესრიგზეც, როგორ უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, რათა საქართველომ განაგრძოს რეფორმების იმპლემენტაცია. ეს არის ჩვენი ხელისუფლების, მთავრობის გრძელვადიანი პასუხისმგებლობა, რომელიც აღებული აქვს ჩვენს პარტნიორებთან, საქართველო ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი გახდეს,” – აცხადებს ილია დარჩიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია, გვაქვს ერთადერთი მიზანი – 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები და აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ მოვიგებთ

ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმმა ვერ შეძლო ვერც ერთი ინვესტორის მოზიდვა, ამის შემდეგ იკადრეს და სცადეს, ბიუჯეტიდან წაეღოთ ხალხის ფული სრულიად უსამართლოდ, თუმცა, არბიტრაჟმა მიიღო სამართლებრივი გადაწყვეტილება

ევროპელი ელჩი როდესაც კადრულობს, ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა ღირებულებებიდან, რომელიც წარსულში ახასიათებდა ევროპულ ბიუროკრატიას