ს წინასაარჩევნო პირველი განცხადებები იყო დაუნდობელი პოლიტიკური „ტყვიამფრქვევის” მოქმედებაში მოყვანა, რომელიც გადარჩენის შანსსაც ვერ დაუტოვებდა თავის მოწინააღმდეგეს

ირაკლი ღარიბაშვილის წინასაარჩევნო პირველი განცხადებები იყო დაუნდობელი პოლიტიკური „ტყვიამფრქვევის” მოქმედებაში მოყვანა, რომელიც გადარჩენის შანსსაც ვერ დაუტოვებდა თავის მოწინააღმდეგეს
„ხალხის ძალის “ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ს პრესკონფერენციას ეხმაურება.
როგორც დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, „ქართული ოცნების“ მმართველების ფონზე რადიკალურ ოპოზიციას არჩევნებზე გამარჯვების მინიმალური შანსიც არ აქვს.
„არ ვიცი, იგრძენით თუ არა, მე კი დავინახე – რამ შეაშინა აგენტოკრატების ლაქია-მარიონეტები, მთავრობის სათავეში ირაკლი კობახიძის გადანაცვლების სახით. ეს შიში და საკუთარი გეგმების მსხვრევა მათ ჯერ კიდევ წინ აქვთ, თანაც უკიდურესი გამძაფრების მიმართულებით.
დღეს კი ნათლად დავინახეთ ამ უსამშობლო და უიღბლო „პოლიტიკანების” რიგებში ახალი შიშებისა და გადარჩენის მინიმალური შანსის არარსებობის ნიშნები, ირაკლი ღარიბაშვილის წინასაარჩევნო პირველი, ფართო განცხადებების შემდეგ. ეს იყო დაუნდობელი პოლიტიკური „ტყვიამფრქვევის” მოქმედებაში მოყვანა, რომელიც გადარჩენის შანსსაც ვერ დაუტოვებდა თავის მოწინააღმდეგეს.
ერთი სიამოვნება იყო, ადგილმონაცვლეობის მიუხედავად, ახალ ამპლუაში, ორი თავდაჯერებული, შემტევი და მიზანმიმართული ირაკლის ნახვა. მათ ხელში და „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ს მეთვალყურეობით, „მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურებს” რისი ან ვისი იმედი უნდა ჰქონდეთ 26 ოქტომბერს, სულ რომ ეუთო/ოდირის სრული შემადგენლობა ჩამოიყვანონ საქართველოში, ჩემთვის გაუგებარია…“, – წერს დავით ქართველიშვილი.
Next: ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ცესკო არის ერთ-ერთი ყველაზე გამართული ორგანიზაცია და მათი საქმიანობა აბსოლუტურად გამჭვირვალეა

ასევე დაგაინტერესებთ

მანჩო გიორგობიანმა დანაშაულის შემდეგ წინასწარ დაწერა ზღაპარი ფეისბუქზე, ფეიკ ალიბი, როცა მიხვდა რომ დაიჭერდნენ მომხდარის გამო, რათა შემდეგ ემტკიცებინა, რომ შს მინისტრის ლანძღვის გამო დაიჭირეს და არა დანაშაულის

კანონის წინაშე ყველა თანასწორია, იქნება ეს საჯარო ფიგურა თუ რიგითი მოქალაქე – როცა ადამიანი არღვევს კანონებს, ვალდებულია აგოს პასუხი და ვერავითარი პოლიტიკური სპეკულაცია ვერ გადაარჩენს

თუ ვინმეს აქვს ოპოზიციაში იმის ილუზია, რომ საქართველოსთვის ეპოქალურ, 7 მილიარდიან ინვესტიციას იაფი პროპაგანდით ჩააგდებს და შემდეგ ვიგინდარა ვარლამ გოლეთიანივით შერჩება ეს ავანტიურა – ძალიან ცდება!

ევრობიუროკრატიიდან საქართველოსთვის დაუმსახურებლად გამოცხადებული “ცივი ომის” ფონზე, გრძელდება მზადება ევროპულ ოჯახში დამკვიდრებისთვის, ევროკავშირის ღირებულებები არ უდრის “ბერლემონის” შენობის ჩინოსანთა ახირებებს