ირაკლი ღარიბაშვილის ვაჟი “მთავარი არხი”-ის გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

„მთავარმა არხმა“ დღეს გაავრცელა მორიგი დეზინფორმაცია, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილის შვილს, ნიკოლოზ ღარიბაშვილს -ის პენსილვანიის უნივერსიტეტში უთხრეს, რომ სასწავლო დაწესებულება დატოვოს.
ტელეკომპანია „იმედი“ ნიკოლოზ ღარიბაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ ზამთრის არდადეგებზეა ჩამოსული და -ში ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს სწავლას.
„ახლა ზამთრის შესვენება გვაქვს და გუშინ ჩამოვედი თბილისში ჩემს ოჯახთან 1 თვით, ისე როგორც შარშან ამ დროს ვიყავი ჩამოსული და ასევე, წელს ზაფხულის არდადეგებზე. არ ვიცი, ვის რაში სჭირდება მსგავსი სიცრუის გავრცელება. უნივერსიტეტში სწავლას ვაგრძელებ და როგორც კი ახალი სემესტრი დაიწყება, პენსილვანიაში გავემგზავრები, ყველას ვუსურვებ წარმატებებს!“, – განაცხადა „იმედთან“ ნიკოლოზ ღარიბაშვილმა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რადიკალური ოპოზიციის პარტიული მედია მსგავს დეზინფორმაციას ავრცელებს. ანალოგიური შინაარსის ტყუილი პროპაგანდისტულმა არხებმა რამდენიმე თვის წინაც გაავრცელეს, თუმცა მათი სიცრუე მალევე გამოაშკარავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში