ირაკლი ქარქაშაძე – თბილისის აეროპორტიდან EURO 2024 ქომაგების პირველი ნაკადი გაემგზავრა – წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს

დღეიდან, საქართველოს მთავრობის მიერ სუბსიდირებული ავიარეისების შესრულება დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მათივე ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ნაკრების ქომაგების პირველი ნაკადი გაფრინდა.
პირველი რეისი ცოტა ხნის წინ ავიაკომპანია HI SKY-ის კუთვნილი ბორტით შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან განხორციელდა, რომელიც დიუსელდორფში საქართველოს 250 მოქალაქეს ჩაიყვანს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ბილეთების გაყიდვის მონიტორინგს ასევე, მგზავრების რეგისტრაციის პროცესს სრულად აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს.
“თბილისის საერთაშორისო აეროპორტში EURO 2024-ზე პირველი ქართველი გულშემატკივრების გამგზავრების პროცესს დილიდან ვუწევთ მონიტორინგს. ჯამში, ჩვენ 5300-მდე ბილეთი გავყიდეთ, რომლითაც ისარგებლებს საქართველოს მოქალაქეებმა. მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ დაესწრონ ისტორიულ საფეხბურთო მატჩებს. წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ზედამხედველობას გავუწევთ ყველა ფრენას, რომელიც შესრულდება როგორც საქართველოდან, ისე გერმანიიდან თბილისის მიმართულებით. ჩვენი წარმომადგენლები იქნებიან იმისთვის, რომ მგზავრებს ჰქონდეთ მაქსიმალური კომფორტი, ფრენები უპრობლემოდ და უხარვეზოდ შესრულდეს“,- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 16 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან და პირიქით, გერმანიის სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით, ჯამში 17 სუბსიდირებული ჩარტერული და რეგულარული რეისი შესრულდება.
მათი ინფორმაციით, საქართველოდან გამფრენი მგზავრები რეგისტრაციაზე, შესაბამის აეროპორტებში, 3 საათით ადრე უნდა გამოცხადდნენ და სხვა სამგზავრო დოკუმენტებთან ერთად თან უნდა იქონიონ საქართველოს ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთები.

ასევე დაგაინტერესებთ

ახმედ ალილი – აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის

შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილზე – ვერანაირად ვერ გახდა ქართველი, აიღო ქართული პასპორტი, აქვს ქართული სისხლი ძარღვებში, მაგრამ არ აქვს ქართული გონი, სული და ხასიათი, არ აქვს ბმა იმასთან, რაც ნიშნავს, იყო ამ ქვეყნის შვილი

შალვა პაპუაშვილი 17 ევროპული ქვეყნის განცხადებაზე – ესაა უსტანდარტობა ქვეყნის მიმართ, რომელსაც ვიღაც დაბალ ღობედ თვლის – მნიშვნელოვანია, ევროკავშირი გამოფხიზლდეს და საბჭოთა კავშირისკენ მიმავალი გზა შეაჩეროს