ირაკლი ქარსელაძე – 97-დან 89 ხიდი უკვე აშენებულია, 51-დან 50 გვირაბი გაჭრილია, გასახსნელად მზადაა ზესტაფონის შემოვლითი გზა, რომელიც მიდის საფრანგეთის ქალაქ ბრესტში – გზა, რომლითაც საქართველო შევა ევროპაში

ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზა მზადაა გასახსნელად. გზა, რომელიც მიდის საფრანგეთის ქალაქ ბრესტში, გზა, რომლითაც საქართველო შევა ევროპაში, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრატული გზის გახსნისას განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს აღმოსავლეთი და დასავლეთი კიდევ უფრო დაუახლოვდა ერთმანეთს.
„97-დან 89 ხიდი უკვე აშენებულია. 51-დან 50 გვირაბი უკვე გაჭრილია. დღეს, 9 კილომეტრიანი, 4 ზოლიანი ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზა მზადაა გასახსნელად. გზა, რომელიც მიდის საფრანგეთის ქალაქ ბრესტში, გზა, რომლითაც საქართველო შევა ევროპაში“,-აღნიშნა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – „ნაცმოძრაობას“ გაუვრცელებია ბანერები, რომ სააკაშვილის პარტია 5 ნომერია – მინდა დავამშვიდო ამაზე მონერვიულე „ნაცმოძრაობის“ წევრები თუ მომხრეები: ნამდვილად მხოლოდ ისინი არიან სააკაშვილის პარტია და ჩვენ, ნომერი 4 ნამდვილად არა