– ძალიან გვწყინს, როცა გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ყველაზე უფრო დემოკრატიულ და ლიბერალურ კანონს „რუსულ კანონს“ უწოდებენ და საქართველოს მოურიდებლად ჰკიდებენ რუსული სატელიტის იარლიყს

ჩვენც ძალიან გვწყინს, როდესაც მსოფლიოში გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ყველაზე უფრო დემოკრატიულ და ლიბერალურ კანონს „რუსულ კანონს“ უწოდებენ, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების” დეპუტატი, საქართველოში -ის ელჩის, ს განცხადებას.
ქადაგიშვილის თქმით, საქართველოს მოურიდებლად რომ ჰკიდებენ რუსული “სატელიტობის” იარლიყს, ეს ძალიან საწყენია და კარგი იქნება თუ მათ გულის წუხილს ამ მხრივადაც გაიგებენ.
“ზოგადად, არსებობენ ადამიანები და პოლიტიკური ძალები, ვისაც ომთან დაკავშირებით განსხვავებული დამოკიდებულებები აქვს. ამიტომ, გლობალურად არსებობს მშვიდობის მყოფელები და ომის მოსურვეებიც. ეს მსოფლიო პოლიტიკაში არახალია. დიდი პატივისცემით ელჩთან, ეს ჩვენმა მთავრობის მეთაურმაც არაერთხელ აღნიშნა. ჩვენც ძალიან გვწყინს, როდესაც მსოფლიოში გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ყველაზე უფრო დემოკრატიულ და ლიბერალურ კანონს “რუსულ კანონს” უწოდებენ. აქედან გამომდინარე, საქართველოს მოურიდებლად ჰკიდებენ რუსული “სატელიტობის” იარლიყს. ეს ჩვენც ძალიან გვწყინს და კარგი იქნება, რომ ამ მხრივადაც გაიგებენ ჩვენს გულის წუხილს.
საქმე იმაშია, რომ ის, რასაც ამ კანონთან [“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”] ახდენენ, ეს დეზინფორმაციის პიკია”, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოში -ის ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ “აშშ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება, თითქოს ჩვენ ვართ „გლობალური ომის პარტია“, რევოლუციის წახალისებას ვცდილობთ და გვაქვს ბოროტი ზრახვები – ამის მოსმენა გულდასაწყვეტია”.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – უცხოეთში მყოფი ჩვენი მოქალაქეების გამოყენების რისკია იმისთვის, რომ უცხო ძალებმა საკუთარი დღის წესრიგი გაატარონ – 2028 წლის 28 ოქტომბერს იქნება არჩევნები და ვისაც აქვს სურვილი, ხმა დააფიქსიროს, მოემზადოს და ჩამოვიდეს

ზურაბ ჯაფარიძე – 28 ნოემბერსაც და ყოველთვის, სანამ არ მოვიგებთ, ქუჩაში უნდა გამოვიდეთ საკუთარი თავის გამო – საკუთარ თავს უნდა დავუმტკიცოთ, რომ მიუხედავად შიშისა, დავრჩით ადამიანებად, უარს არ ვამბობთ ხმის ამოღებაზე და არ ვიქეცით პირუტყვებად