ირაკლი ქადაგიშვილი – ძალადობა არის იმ პოლიტიკური ჯგუფების და ე.წ. NGO-ების მოთხოვნა, ვინც მაიდანი ვერ მოაწყო და ახლა ფიქრობენ, რომ ლამაზი სიტყვა „შეიმინგით“ შეიძლება პროცესის დაბალ ცეცხლზე შემოდგმა

ძალადობა არის იმ პოლიტიკური ჯგუფების და ე.წ. NGO-ების მოთხოვნა, ვინც მაიდანი ვერ მოაწყო და ახლა ფიქრობენ, რომ ლამაზი სიტყვა „შეიმინგით“ შეიძლება პროცესის დაბალ ცეცხლზე შემოდგმა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, “ძალადობა ყოველთვის ბადებს ახალ ძალადობას”.
“ძალადობა ეს არ არის საზოგადოების მოთხოვნა. ეს არის სწორედ იმ პოლიტიკური ჯგუფების და ე.წ. NGO-ების მოთხოვნა, ვინც მაიდანი ვერ მოაწყო და ახლა ფიქრობენ, რომ ლამაზი სიტყვა “შეიმინგით” შეიძლება პროცესის დაბალ ცეცხლზე შემოდგმა. ძალადობა არის დასაგმობი, ბულინგი არის დასაგმობი და ის არ შედის ჩვენი საზოგადოების ინტერესებში,” – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – უცხოეთში მყოფი ჩვენი მოქალაქეების გამოყენების რისკია იმისთვის, რომ უცხო ძალებმა საკუთარი დღის წესრიგი გაატარონ – 2028 წლის 28 ოქტომბერს იქნება არჩევნები და ვისაც აქვს სურვილი, ხმა დააფიქსიროს, მოემზადოს და ჩამოვიდეს

ზურაბ ჯაფარიძე – 28 ნოემბერსაც და ყოველთვის, სანამ არ მოვიგებთ, ქუჩაში უნდა გამოვიდეთ საკუთარი თავის გამო – საკუთარ თავს უნდა დავუმტკიცოთ, რომ მიუხედავად შიშისა, დავრჩით ადამიანებად, უარს არ ვამბობთ ხმის ამოღებაზე და არ ვიქეცით პირუტყვებად