ირაკლი ქადაგიშვილი – ჩემი ვარაუდით, ოპოზიციის საკმაოდ დიდი ნაწილი, დაახლოებით, საგაზაფხულო სესიისთვის შემოვა პარლამენტში

ჩემი ვარაუდით, ოპოზიციის საკმაოდ დიდი ნაწილი, დაახლოებით, საგაზაფხულო სესიისთვის შემოვა პარლამენტში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას ს გაყალბებასთან დაკავშირებით აგორებული კამპანია ჩაუვარდა და ამიტომ ახლა ფიქრობენ, პარლამენტში შევიდნენ და „ქვეყნისათვის არაეფექტური საქმიანობა გააგრძელონ“.
„რაც შეეხება ოპოზიციის შემოსვლა-არშემოსვლას, რა თქმა უნდა, ესეც იქნება გარკვეული პოლიტიკური პროცესი, რომელიც გარკვეულწილად, 2020 წლის პროცესის მსგავსი იქნება. ჩემი ვარაუდით, ოპოზიციის საკმაოდ დიდი ნაწილი, საბოლოო ჯამში, დაახლოებით, საგაზაფხულო სესიისთვის შემოვა პარლამენტში,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: თბილისის მერობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ნამდვილ ჩემპიონს, ჩემპიონს ამ სიტყვის პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენი კანდიდატი არის ჩემპიონი პოლიტიკოსი, მმართველი და პატრიოტი

ირაკლი კუპრაძე კითხვაზე, თუ ვერ დადებენ იმ შედეგს, რისი მოლოდინიც აქვთ, მზად არიან თუ არა ბოდიშის მოსახდელად – ბრძოლის გამო უნდა მოვიხადო ბოდიში? ამის გამო არ მოვიხდი, ბოდიში მოიხადონ მათ, ვისაც ფოკუსი აქვს გასასწორებელი