ირაკლი ქადაგიშვილი – ყველაზე აქტიურები ბალტიისპირელები არიან – მათი მიზნები გასაგებია, ურჩევნიათ საქართველო რუსეთთან დაპირისპირებული იყოს და რუსეთის აგრესია მათზე არ წავიდეს – ეს უკვე იშიფრება და ამაზე საჭიროა ღიად საუბარი!

სამწუხაროდ, ყველაზე აქტიურები ბალტიისპირელები არიან – მათი მიზნები გასაგებია, რა თქმა უნდა, ურჩევნიათ საქართველო რუსეთთან დაპირისპირებული იყოს და ს აგრესია მათზე არ წავიდეს! მარტივი თემაა, ეს უკვე იშიფრება და ამაზე საჭიროა ღიად საუბარი! – ეს განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე საუბრისას გააკეთა.
როგორც ქადაგიშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, წარმოუდგენელია, საქართველოს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას სთხოვდე, რადგან ამით ქვეყანას ეკონომიკური გაღატაკებისა და რუსეთიდან მომავალი ახალი პოლიტიკური პრობლემებისა და საფრთხეებისთვის სწირავ.
„საბოლოო ჯამში, ამით რუსეთს ადვილად შეუძლია, საქართველოს წინააღმდეგ აგრესია განახორციელოს. ყველაზე მეტად ბალტიელები აქტიურობენ ანუ ვიღაც “ფრონტ რანერი” და ამ თემაზე ყველაზე მოლაპარაკე უნდა იყოს. ვხედავთ, საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას ყველაზე მეტად ვინ ითხოვს – სანქციების დროს ს პრემიერ – მინისტრის მეუღლე რუსეთში დიდ ბიზნესს რომ აგრძელებდა, ამაზე ხმა არავის ამოუღია და შენიშვნა არ მიუციათ. ახლა ეს ქალბატონი ევროკომისიაში საგარეო კომისრად მოგვევლინება და რა თქმა უნდა, ილაპარაკებს, რომ საქართველოს სანქციები ეკუთვნის. ეს არის რეალობა, რაც ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ქადაგიშვილის თქმით, “გარედან ასეთი რეზოლუციების მიღება იმიტომ ხდება, რომ საქართველოს მოსახლეობა დააშანტაჟონ და შეაშინონ”.
„ეს რეზოლუციაც იმ პოლიტიკური შტურმის გაგრძელებაა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იყო მოწყობილი ჯერ სააკაშვილის ქვეყანაში შემოპარვით, შემდეგ კი იმ ამაზრზენი კამპანიით, რაც ქვეყნის წინააღმდეგ სააკაშვილმა და მისმა ლობისტებმა აწარმოეს, როდესაც საქართველოს დასწამეს, რომ ის აწამეს და პუტინის დავალებით მოწამლეს. საქართველოში ყველა სისხლის სამართლის დამნაშავე პოლიტპატიმრად წარმოაჩინეს, სანამ მათ სათანადო ადგილი სტრასბურგის სასამართლომ არ მიუჩინა.
აქ საქმე სამართლიანობასთან და ობიექტურობასთან კი არ გვაქვს, არამედ ვხედავთ, რომ გარკვეულ ძალებს საქართველოში “ნაციონალური მოძრაობის” მობრუნება სურთ, იმისთვის რომ საქართველო ხელისუფლება მართვადი გახადონ და ხელისუფლებამ გარე დაკვეთებით იმოქმედოს და არა ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც ეს დღეს ხდება”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – „ტექნიკურ მთავრობაზე“ საუბარი მხარდამჭერების უპატივცემულობაა, მაშინ ვის აძლევს ამომრჩეველი ხმას, რომელ პოლიტიკურ პარტიას? – ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია, ჩვეულებრივი მსახიობები არიან

ირაკლი კირცხალია – სალომე ზურაბიშვილს უნდა პრეზიდენტის სასახლე „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბად აქციოს – არ გამოვრიცხავთ, არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში პრეზიდენტის სასახლე „დაბრენდოს“ კიდეც