ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა

მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას, რომელიც ორივე პრეზიდენტის მიერ პოზიტიურად შეფასდა და რაც კონკრეტული ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა, შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოო ჯამში, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ღმერთმა ინებოს, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს მშვიდობით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ტრამპი-პუტინის შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, მშვიდობა მნიშვნელოვანია რეგიონისთვის და კონკრეტულად, საქართველოსთვის.
„მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას, რომელიც ორივე პრეზიდენტის მიერ პოზიტიურად შეფასდა და რაც კონკრეტული ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა, შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოო ჯამში, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონისთვის, ევროპისთვის და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მშვიდობა კონკრეტულად საქართველოსთვის იმიტომ, რომ ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა. ჩვენმა ხელისუფლებამ მოვახერხეთ, რომ საქართველო არ გამოყენებულიყო ამ „პროქსი ომის“ ერთ-ერთ მარიონეტად, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რამხელა გარე და შიდა ზეწოლის ქვეშ ყოფნა მოუწია საქართველოს იმისთვის, რომ ჩვენ ვინარჩუნებდით მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში. ღმერთმა ინებოს, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს მშვიდობით“, -განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ცხოველზე ძალადობისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, თელავში ძაღლი პნევმატური იარაღით მოკლა – დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სალომე სამადაშვილი – ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობსო, პუტინს უთქვამს და აბა ხომ არ ტყუისო, ამოიქოქა „ქოც-რუსული“ პროპაგანდა, პუტინი 20 წელია რევანშის მოწყობას ცდილობს დასავლეთისთვის – რევანში საქართველოში არც ივანიშვილის ხელით გამოუვა