ირაკლი ქადაგიშვილი – საქართველო გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე თქვენი „ლიბერალური ბაბლი“, რომელსაც ქვეყნის ამოტრიალება უნდა – ვერ ამოატრიალებთ საქართველოს!

საქართველო გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ის თქვენი „ლიბერალური ბაბლი“, რომელსაც საქართველოს ამოტრიალება უნდა. ვერ ამოატრიალებთ საქართველოს! – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას.
მისივე თქმით, „გლობალური ომის პარტია“ არის ოპოზიციის შეკრული წრე დაწყებული ს პრეზიდენტ თ და დამთავრებული მათი წამქეზებლებით.
„ერთი რამ იცოდეთ ძალიან კარგად, საქართველო გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ის თქვენი „ლიბერალური ბაბლი“, რომელსაც საქართველოს ამოტრიალება უნდა. ვერ ამოატრიალებთ საქართველოს! საქართველომ გამოიარა ამ წლების განმავლობაში ყველა ის უბედური მახე, რომელიც თქვენ და თქვენმა პატრონებმა დაუგეთ საქართველოს, თუნდაც არჩევნების არაღიარებით, ხელოვნურად შემოგდებული ამ „არასამთავრობოთა“ გაყალბებული მაჩვენებლებით, რევოლუციის ტრიგერებით. დაუმთავრებელი შემოგზავნა დივერსანტებისა და პარანოიკებისა საქართველოში, რომელთაც რევოლუცია უნდა გამოეწვიათ აქ. რომელსაც უნდა, აქ სთან ერთად, ის საშინელება დაგვტყდომოდა ჩვენ. ვინ არის „გლობალური ომის პარტია“? აი, ეს შეკრული წრე არის თავისი პუტინით დაწყებული და თავის ამ წამქეზებლებით დამთავრებული. ეს კარგად გაიგეთ! საქართველომ ეს იცის! ისტორიულად იცის ეს იმ ხალხმა, რომელიც თქვენ ასე გეზიზღებათ! გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს საქართველოს ჯარს! ღმერთი ფარავდეს საქართველოს და მის ყველა თანამოქალაქეს!“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ