ირაკლი ქადაგიშვილი – საპატიო კონსულის სტატუსის ჩამორთმევა ლატვიის საგარეო უწყების გადასაწყვეტი საკითხია – საზოგადოებას შევახსენებ, რომ ლატვიამ რუსეთიდან ხორბლის შეძენა განსაკუთრებით გაზარდა და რუსეთში ღვინის ექსპორტით პირველი გახდა

საპატიო კონსულის სტატუსის ჩამორთმევა ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასაწყვეტი საკითხია – საზოგადოებას ერთ რამესაც შევახსენებ, რომ ლატვიამ დან ხორბლის შეძენა განსაკუთრებით გაზარდა და რუსეთში ღვინის ექსპორტით პირველი გახდა, – ეს განცხადება “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან ლატვიის მიერ დეპუტატ სთვის საპატიო კონსულის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.
ამასთან, როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, “ბექა ოდიშარიამ თავისთვის ჩაილაპარაკა, თუმცა რაც თქვა, თავისთავად დასაგმობი და ცუდია, რაზეც ოდიშარიამ ბოდიში მოიხადა”.
“სხვა მხრივ, საკითხი ლატვიის გადასაწყვეტია. პრივატული არც ერთი საჯარო სივრცე არ არის, მაგრამ ერთია საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადება და მეორეა, ჩალაპარაკება. ის, რაც ოდიშარიამ ჩაილაპარაკა, მიუღებელია, რაზეც მან, ვისაც ინციდენტი შეემთხვა, ბოდიში მოიხადა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
მიმდინარე თვის დასაწყისში ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ რიჰარდს კოლსიმ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, ქართველი დეპუტატისთვის და ლატვიის საპატიო კონსულისთვის აღნიშნული წოდება გაეუქმებინა. ამის შესახებ განცხადება კომიტეტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში გაავრცელა, რითაც გამოეხმაურა ბექა ოდიშარიას მიერ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქალი დეპუტატების მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებებს.
“ოდიშარია არის ლატვიის საპატიო კონსული საქართველოში – ადამიანი, რომელსაც ლატვიამ ანდო თავისი წარმომადგენლობა. სამარცხვინოა ამის გაგრძელება, არსებობს საკმარისზე მეტი მიზეზი, რათა უკან გავიწვიოთ საპატიო კონსულის სტატუსი“,- აღნიშნა რიჰარდს კოლსიმ.
საბოლოოდ, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწოდება დააკმაყოფილა და ბექა ოდიშარიას საპატიო კონსულის წოდება ჩამოართვა.

ასევე დაგაინტერესებთ