ირაკლი ქადაგიშვილი – საერთაშორისო ინსტიტუტებში დიდი პოლიტიკური კრიზისია, წამიერ პოლიტიკურ ინტერესებს საერთაშორისო სამართლის და სახელმწიფოთაშორის ურთიერთობების ინტერესებს სწირავენ – ეს არის ეუთოს რეზოლუცია!

საერთაშორისო ინსტიტუტებში დიდი პოლიტიკური კრიზისია, როდესაც წამიერ პოლიტიკურ ინტერესებს საერთაშორისო სამართლის და გრძელვადიანი, სახელმწიფოთაშორის ურთიერთობების ინტერესებს სწირავენ – აი, ეს არის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია! – ამის შესახებ დღეს პარლამენტში “ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის შეფასებით, რეზოლუცია თავიდან ბოლომდე ანგაჟირებულია როგორც ტერიტორიული მთლიანის საკითხში, ასევე პოლიტიკურ ნაწილში.
მისივე თქმით, დოკუმენტში შესწორებები -მ შეიტანა, „რაც სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში არათანმიმდევრულობას ნიშნავს“ .
„უარი თქვეს რეზოლუციაში იმის ჩაწერაზე, რომ ოკუპანტია. შემდეგ გაურკვეველი ფორმულირება შემოიტანეს: – „თბილისის მიერ კონტროლირებადი საქართველო, და ოსეთი“. საერთოდ სად არიან დაკარგულები და რა უნდათ?! ჩაწერეს ის, რომ რუსეთს აქვს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მცდელობები.
რეზოლუციაში წერია, რომ წინასწარ გაყალბებულია, ამიტომ ეს არის არა რეზოლუცია, არამედ არის პოლიტიკური გზავნილები ქვეყნის შიგნით ოპოზიციის საამებლად. ამ რეზოლუციით ყველაფერი კარგად გამოჩნდა!
თუკი რეზოლუციაში შეცვლიან ჩანაწერს, რითაც რუსული პოლიტიკის ლეგალიზაციას ახდენენ, ძალიან კარგი იქნება!“ – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – უცხოეთში მყოფი ჩვენი მოქალაქეების გამოყენების რისკია იმისთვის, რომ უცხო ძალებმა საკუთარი დღის წესრიგი გაატარონ – 2028 წლის 28 ოქტომბერს იქნება არჩევნები და ვისაც აქვს სურვილი, ხმა დააფიქსიროს, მოემზადოს და ჩამოვიდეს

ზურაბ ჯაფარიძე – 28 ნოემბერსაც და ყოველთვის, სანამ არ მოვიგებთ, ქუჩაში უნდა გამოვიდეთ საკუთარი თავის გამო – საკუთარ თავს უნდა დავუმტკიცოთ, რომ მიუხედავად შიშისა, დავრჩით ადამიანებად, უარს არ ვამბობთ ხმის ამოღებაზე და არ ვიქეცით პირუტყვებად