სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე – ენმ სააკაშვილისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას იმის გამო აპროტესტებს, რომ სავარაუდოდ მასსა და ზურაბიშვილს შორის არსებობდა შეწყალების გარიგება. გამოდის, რომ პროკურატურის ეჭვები საფუძვლიანია

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე საზღვრის უკანონო კვეთაზე ს მიმართ პატიმრობის შეფარდებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებებს ეხმაურება.
ქადაგიშვილის განცხადებით, თუ გვიან მოხდებოდა ამ საქმესთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების დადგომა და შემდგომ მსჯავრის გამოტანა, შეიძლება, რომ 6 წლის თავს კიდევ დამატებოდა პატიმრობის ვადა. მისივე თქმით, ამ გაგებით ს მდგომარეობა შემსუბუქებულია.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილი აღნიშნავს, როდესაც იმპიჩმენტს გადაურჩა, საფასური შესაძლებელია სწორედ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება ყოფილიყო.
„თუ გვიან მოხდებოდა ამ საქმესთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების დადგომა და შემდგომ უკვე მსჯავრის გამოტანა, ანუ, სასამართლოს გადაწყვეტილება, შეიძლება რომ 6 წლის თავს კიდევ დამატებოდა დამატებითი პატიმრობის ვადა, ანუ, ამ გაგებით რა თქმა უნდა, მისი მდგომარეობა შემსუბუქებული არის. „ნაციონალური მოძრაობა“ ამას იმის გამო აპროტესტებს, რომ ის გარიგება, რომელიც პრეზიდენტსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის შედგა, როდესაც მათთვის ყველაზე ერთ-ერთი საძულველი პოლიტიკური ფიგურა, როგორც ისინი აცხადებდნენ, იმპიჩმენტს გადაურჩა, საფასური შესაძლებელია სწორედ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება ყოფილიყო, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ შეწყალების გამოცემას აზრი ეკარგება იმიტომ, რომ მას სხვა სისხლის სამართლის საქმეზე აქვს წინასწარი პატიმრობა მიცემული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – უკრაინას დღეს არც ომის გაგრძელება შეუძლია და არც ომის დასრულება – ორივე არჩევანი, რაც უნდა აირჩიოს, არის მძიმე უკრაინელი ხალხისთვის, სწორედ ეს იყო ის გზა, რომლისკენაც ჩვენ ოპოზიცია და „ენჯეოები“ გვიბიძგებდნენ

შალვა პაპუაშვილი – ევროპელი ლიდერებისგან პირველად მოვისმინეთ, რომ ნებისმიერ სამშვიდობო გეგმას უნდა ჰქონდეს უკრაინის და ევროპის თანხმობა – უკრაინას დაემატა ევროპა, როგორც აქტორი შეთანხმების, ეს დამაფიქრებელია