ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიციამ საკუთარი თავი საშინელ ჭაობში ჩააფლო – ამ ოპოზიციის ფასი ქვეყნისთვის მხოლოდ ნეგატივის მატარებელია, ამიტომ, მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს

ოპოზიციამ საკუთარი თავი საშინელ ჭაობში ჩააფლო – მთლიანად ეს პოლიტიკური ე.წ ოპოზიცია თავისი პოლიტიკური შინაარსისაგან დაცლილია, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, “ამ ოპოზიციის, როგორც პოლიტიკური ძალის, ფასი ქვეყნისათვის მხოლოდ ნეგატივის მატარებელია”.
„ოპოზიციამ საკუთარი თავი საშინელ ჭაობში ჩააფლო. ეს მათი პირადი და რეზოლუციების ავტორების დამსახურებაა, რომელთა აზრს, კვალს და რჩევებს მიყვებიან – აქედან გამომდინარე ბუნებრივია, მათ უჭირთ. დემოკრატიულ ქვეყანაში მარტივია, როცა მოდის , ყველა არჩევნებისთვის უნდა ემზადებოდეს, მაგრამ აქ სრული ქაოსი და გაურკვევლობაა. ამ ოპოზიციის, როგორც პოლიტიკური ძალის, ფასი ქვეყნისათვის მხოლოდ ნეგატივის მატარებელია – პოზიტივის მატარებელიც კი არ არის. აქედან გამომდინარე მიიღებენ თუ არ მიიღებენ [თვითმმართველობის არჩევნებში] მონაწილეობას ჩვენთვის რამე განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. თვითონ ოპოზიცია, რომ გაბანკროტებული და გაკოტრებულია, იქიდანაც ჩანს, რომ ერთმანეთში ვერ თანხმდებიან ისინიც კი ვინც ამბობენ, რომ მივიღებთ [არჩევნებში მონაწილეობას], ანუ ეს რესურსიც არ გააჩნიათ. მერე საერთოდ ლაპარაკობენ, რომ ჩვენ ჩვენი პარტიული კანდიდატები კი არ გვეყოლება, ვიღაცა სხვა ადამიანებს შევარჩევთ. რა პოლიტიკური პარტია ხარ, თუ შენ შენი კანდიდატი არ გყავს და ვიღაცა სხვა ადამიანი გყავს შესარჩევი. მთლიანად ეს პოლიტიკური ე.წ ოპოზიცია თავისი პოლიტიკური შინაარსისაგან დაცლილია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.