ირაკლი ქადაგიშვილი – ნათელია, რომ იმას, ვინც მშვიდობისთვის იბრძვის, ესვრიან – უსაფრთხოების საკითხებზე გადაწყვეტილებას შესაბამისი სამსახური იღებს და ეს დამოკიდებული არ არის პიროვნებაზე – მას როგორ და რანაირად სურს

ჩვენი ოპოზიციისთვის ხომ უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები მეასე და მეათასე ხარისხოვანია? ამიტომ, ახლა ისინი ამ მდაბიო „ღადაობაში“ იქნებიან „კაი“ ხანი ჩარჩენილები – ერთი რამ ნათელია, რომ იმას, ვინც მშვიდობისთვის იბრძვის, ესვრიან, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ „ქართული ოცნების“ გუშინდელ ღონისძიებაზე, პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ს ტრიბუნა ტყვიაგაუმტარ მინებში იყო მოთავსებული.
მისი თქმით, უსაფრთხოების სამსახურს რომ უსაფრთხოების ზომები გაძლიერებული აქვს, კონკრეტული მოცემულობიდან გამომდინარეობს.
„ოპოზიცია გასაგებია, რომ მეათასე ხარისხოვან საკითხებს ეკიდება იმ პოლიტიკურ გზავნილებთან და პლატფორმასთან მიმართებაში, რაზეც მათ ბევრი სათქმელი არ აქვთ. ამიტომ, ცდილობენ, რომ აბუჩად აგდების კონტექსტში გადაიყვანონ ეს ყველაფერი. ერთი რამ ნათელია, რომ იმას, ვინც მშვიდობისთვის იბრძვის, ესვრიან. ეს -ის პრეზიდენტობის კანდიდატის მაგალითზეც თვალნათლივ ვიხილეთ სულ რაღაც 1 თვის წინ. ასევე ვიხილეთ, ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მაგალითზე. ისტორიულად თუ გადავხედავთ, ბევრ მნიშვნელოვან, მსოფლიო პოლიტიკოსს მაშინ ესროდნენ, როდესაც ის ყველაზე მეტად იბრძოდა მშვიდობისთვის. ამიტომ, აქაც რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური კონტექსტი სამწუხაროდ, საქართველოში არსებობს. აგრეთვე, ვიცით, რომ უსაფრთხოების სამსახური კონკრეტულ გამოძიებას ატარებს, პრევენციულ ზომებს იღებენ და ის, რომ მას უსაფრთხოების ზომები გაძლიერებული აქვს, ესეც კონკრეტული მოცემულობიდან გამომდინარეა”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ამავე თემაზე საუბრისას, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებლობას და გადაწყვეტილებას შესაბამისი სამსახური იღებს და ეს დამოკიდებული არ არის პიროვნებაზე – მას როგორ და რანაირად სურს.
“ეს პირველ რიგში, დამოკიდებულია იმ სამსახურების და თანამდებობის პირების გადაწყვეტილებაზე, ვინც პასუხისმგებელია კანონისა და დაცვის ობიექტის წინაშე მისი უსაფრთხოებისათვის.
როდესაც საუბარია უსაფრთხოებაზე და როდესაც ამ უსაფრთხოებას კონკრეტული საფრთხე ემუქრება, როდესაც ძალიან მოკლე პერიოდში სახეზე გვაქვს ის თავდასხმები, რაც ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებზე ხორციელდება და ის გზავნილები, რაც საქართველოსთან მიმართებაშიც იქნა გაჟღერებული, რა თქმა უნდა, უსაფრთხოებას შესაბამისი გაგებითა და სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ. მაგრამ, ჩვენი ოპოზიციისთვის, ხომ უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები მეასე და მეათასე ხარისხოვანია? ამიტომ, ახლა ისინი ამ მდაბიო “ღადაობაში” იქნებიან „კაი“ ხანი ჩარჩენილები. მეტი სერიოზული მსჯელობისთვის მათ პოზიცია და არგუმენტი არ აქვთ. ასე რომ, ნუ ინერვიულებენ ისინი. საზოგადოება ნორმალურად აფასებს, როდესაც ადამიანს უსაფრთხოების უზრუნველყოფა სჭირდება და ეს უზრუნველყოფილია“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.