ირაკლი ქადაგიშვილი: …მთავარია კეთილსინდისიერად ჩართვა და არა მახინჯი პოლიტიკური პროვოკაციების მოწყობა

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ს ინფორმაციით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების საკითხზე 29 იანვარს დაგეგმილ სამუშაო შეხვედრაზე მოწვევა ყველა პოლიტიკურ სუბიექტსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს გაეგზავნა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ: , გიორგი კახიანი, ანრი ოხანაშვილი, , მაკა ბოჭორიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, რატი იონათამიშვილი და სხვა პროფილური კომიტეტების ხელმძღვანელები.
შეხვედრა, 29 იანვარს, პარლამენტში გაიმართება.
„გასულ წელს სამუშაო ჯგუფებში კარი აბსოლუტურად ყველასთვის ღია იყო, მაგრამ პროცესს სრული უგულებელყოფა მოჰყვა – პროცესში მხოლოდ ორიოდე დამოუკიდებელი დეპუტატი იღებდა მონაწილეობას. თუ ამ შემთხვევაში ოპოზიცია მონაწილეობას მიიღებს, ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ეს უნდა იყოს მონაწილეობა არა გარკვეული დესტრუქციისთვის, პროვოკაციისთვის, წინააღმდეგობის შეტანისა და ამით სამუშაო პროცესის უარყოფითად წარმოჩენისთვის, არამედ თანამშრომლობა სწორედ თანამშრომლობის მიზნებით უნდა იყოს მოტივირებული და არა პოლიტიკური ობსტრუქციის მოწყობის მიზნებით.
რაც შეეხება იმას, თუ რას ვთავაზობთ უმრავლესობა, უმრავლესობის მხრიდან სამუშაო ჯგუფი შემდგარია, სამუშაო პროცესში ჩართვაზე მოწვევა ყველა ფრაქციას, ყველა პოლიტიკურ ჯგუფს და არასამთავრობო ორგანიზაციებს გაეგზავნა, ვინც თავისი პროფესიული საქმიანობით ასეთი ტიპის საკითხებთან არიან დაკავშირებული.
ასე რომ, ფორმატი ღიაა და არსებობს მასში ჩართვის შესაძლებლობა – მთავარია კეთილსინდისიერად ჩართვა და არა მახინჯი პოლიტიკური პროვოკაციების მოწყობა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

და­ვით ქა­ცა­რა­ვას მე­უღ­ლე: ყვე­ლა­ნა­ი­რი ტი­პის აქ­ცი­ა­ზე გა­მოვ­სულ­ვართ, ყვე­ლა­ნა­ი­რი ძა­ლა­დო­ბის გა­საპ­რო­ტეს­ტებ­ლად, მაგ­რამ მსგავ­სი გა­მე­ტე­ბით ადა­მი­ა­ნე­ბის ცემა, ე.წ. სის­ხლი­ა­ნი ცხრა წლის დრო­საც არ მახ­სოვს