მარტივი კითხვაა, რატომ არის არასამთავრობო სექტორის ელემენტარული გამჭვირვალობა მათთვის დამანგრეველი?! დისბალანსია – პინის ერთ მხარესაა სახელმწიფოს იმ დონის გამჭვირვალობა, რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობით მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ და მეორე მხარეს არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც საკუთარი საქმიანობის ელემენტარული გამჭვირვალობის ეშინიათ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.
მისივე შეფასებით, “სამარცხვინო საქციელია, როდესაც თავად გამჭვირვალობას ითხოვ, ხოლო საკუთარ გამჭვირვალობას ყველანაირად ეწინააღმდეგები“.
“არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც არ სურთ, რომ მათი საქმიანობა გამჭვირვალე იყოს, ასევე – გარკვეული დაინტერესებული ძალები, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებენ. მათ მოიგონეს სლოგანი “რუსული კანონი“ და ამ ლოზუნგით დადიან.
მათი განცხადებები არის პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები და ამ გაგებით მათი ფასი ხალხისთვის ნულის ტოლია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.