ირაკლი ქადაგიშვილი ლაზარე გრიგორიადისზე: არ შეიძლება შენი ქვეყნის პოლიციელი დაწვა, რაც არ უნდა პოლიტიკური მიზნები გამოძრავებდეს

შეწყალება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, თუკი რეალურად მოინანიებს და დაინახავს იმას, რომ არ შეიძლება შენი ქვეყნის პოლიციელი დაწვა, რაც არ უნდა პოლიტიკური მიზნები გამოძრავებდეს, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს ს საქმეზე საუბრისას განუცხადა.
„პრეზიდენტი თუ დაუბრუნდება იმის აღქმას და გაგებას, რა არის პრეზიდენტის ფუნქცია, იმასაც უნდა დაუფიქრდეს, რომ ასეთ დროს შეწყალება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, როდესაც დანაშაულის ჩამდენი, თუკი სასამართლომ ასეთად ცნო ეს ადამიანი, რეალურად მოინანიებს და დაინახავს იმას, რომ არ შეიძლება შენი ქვეყნის პოლიციელი დაწვა, რაც არ უნდა პოლიტიკური მიზნები გამოძრავებდეს”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ლაზარე გრიგორიადისს – კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გრიგორიადისის ადვოკატები ორბელიანების სასახლეში იმყოფებოდნენ. გრიგორიადისის ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ განაცხადა, თუ ლაზარეს საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, მაგ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალების შესახებ აუცილებლად მიმართავენ.დავით მათიკაშვილი ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე: სგან ასეთი ამორფული ნაბიჯის გადადგმა გასაკვირი არ იქნება.