ირაკლი ქადაგიშვილი ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო ცვლილებებზე – როცა ვსაუბრობთ პროპაგანდის აკრძალვაზე, საუბარია იმაზე, რომ ეს არ უნდა გახდეს ქცევის ნიმუში, რადგან იწვევს ადამიანის მენტალურ და ფიზიო-ბიოლოგიურ დონეზე დეგრადირებას

მთავარია იმის დანახვა, რამდენად საჭირბოროტოა საკითხი, რაზეც კონსტიტუციურ კანონპროექტშია საუბარი, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა, რომელიც თელავში გაიმართა.
ს შეფასებით, ევროპის განვითარებული სახელმწიფოები დემოგრაფიული კვდომის პროცესში არიან და განგაშის ზარი აქვთ შემოკრული.
„როცა ვსაუბრობთ პროპაგანდის შეზღუდვასა და აკრძალვაზე, საუბარია იმაზე, რომ ეს არ უნდა გახდეს ქცევის ნიმუში, რადგან იწვევს ფიზიო-ბიოლოგიურ დონეზეც ადამიანის დეგრადირებას და მენტალურ დეგრადირებასაც. ამიტომ დღეს ევროპა ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობს იმაზე,რომ რაღაცნაირად ამ პრობლემას უნდა მოევლოს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.