ირაკლი ქადაგიშვილი – ეს არის სირცხვილი ევროკავშირისა, როცა ასე იქცევიან – მხარს უჭერენ სახელმწიფო გადატრიალებას და გმობენ ქართველი ხალხის არჩევანს – თვითონვე თელავენ ფეხქვეშ ევროპულ ღირებულებებს და ამას ხალხი ხედავს

ეს არის სირცხვილი ევროკავშირისა, როდესაც ასე იქცევიან – მხარს უჭერენ სახელმწიფო გადატრიალებას და გმობენ ქართველი ხალხის არჩევანს – სამწუხაროდ, თვითონვე თელავენ ფეხქვეშ ევროპულ ღირებულებებს და ამას ხალხი ხედავს – აღარ არის ეს ხალხი ბრმა, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის, მარტა კოსის ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, აღნიშნული განცხადება სამარცხვინოა.
როგორც ქადაგიშვილი აღნიშნავს, „რაც თვითონ დათესეს, იმას იმკიან“.
„ამ განცხადებების ავტორების მიზანი სრულებით არ წარმოადგენდა საქართველოს თვითმმართველობის ს ან დაკვირვება ან რეალური შეფასება. მათი რეალური სიმპათიები იყო 4 ოქტომბრის დამხობისკენ მიმართული. ევროკავშირის პრეს-სპიკერმა მხარდაჭერა გამოუცხადა 4 ოქტომბრის დამხობის სპეცოპერაციას. ეს ოპერაცია ჩაუვარდათ, ისევე როგორც სხვა წინა ოპერაციები და აქედან გამომდინარე, ახლა ისევ იწყებენ ქართველი ხალხის არჩევანზე შეტევას. ეს განცხადება არის სამარცხვინო. ხმას არ იღებენ იმ პოლიტიკურ ძალებზე, რომლებიც დამხობისკენ მოუწოდებდნენ, რომლებმაც არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს და საერთოდ, დემოკრატიის წინააღმდეგ გაილაშქრეს. რაზე უნდა ველაპარაკოთ საერთოდ ამ ხალხს?! ახლა ეუთო/ოდირზე დაიწყეს სპეკულაცია. 2024 საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნა საერთოდ წაიკითხეს?! ეს არის სირცხვილი ევროკავშირისა, როდესაც ასე იქცევიან – მხარს უჭერენ სახელმწიფო გადატრიალებას და გმობენ ქართველი ხალხის არჩევანს.
კონკურენცია როგორ იქნებოდა, როდესაც გარკვეულ პარტიებს, მათივე დირექტივებით, აკრძალული ჰქონდათ არჩევნებში მონაწილეობა?! ისევე როგორც აკრძალული ჰქონდათ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტში შემოსვლა. ეს არის ის, რაც თვითონ დათესეს, ახლა ამას იმკიან, მაგრამ, რა თქმა უნდა, თავის თავზე ხომ არ დაიბრალებენ?! ისევ აბრალებენ ვის?! ქართველ ხალხს. ეს არის უბედურება!“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი მარტა კოსი საქართველოში გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები „განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში ჩატარდა“.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ აუცილებელია კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი, ყველა პოლიტიკური აქტორის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით. ერთობლივ განცხადებაში მარტა კოსი და კაია კალასი მოუწოდებენ ყველა მხარეს ძალადობისგან თავი შეიკავონ.
განცხადებაში, ევროკავშირი მტკიცედ უარყოფს და გმობს დეზინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის როლთან დაკავშირებით და ასევე გმობს პირად თავდასხმებს ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლატვიის საგარეო უწყება – არჩევნებს, რომელშიც ოპოზიციის ლიდერები დააკავეს, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნა განხორციელდა, არ შეიძლება ეწოდოს არც თავისუფალ და არც დემოკრატიული

გიორგი შარაშიძე – ჩვენი პარტიული სიით გასული დეპუტატები საკრებულოებში შევლენ, პარლამენტის ბოიკოტი კი იყო შეცდომა, რისი გამოსწორების რამდენიმე გზა არსებობს – ვაკეთებთ ანალიზს და მივიღებთ გადაწყვეტილებას