სამწუხაროა, რომ ხელოვნური ინტელექტი ყოფილა… რა ვქნა, მე რა ვქნა?!…ერთ ისტორიას მოგიყვებით, რუსულ ენაზეა ოღონდ… რამე უფრო სერიოზულ კითხვას დამისვამთ, სიამოვნებით გაგცემთ. ვის უნდა ვუჩივლოთ, კარგი თუ ძმა ხარ რა” – თქვა ოცნების წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ზარქუას ვიდეოსთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, ხომ არ აპირებენ უჩივლონ “ვიდეოს გაყალბებისთვის” Carspotter Daily Monaco-ს, რომელმაც მონაკოს ღამის ცხოვრების ვიდეო გაავრცელა, სადაც ზარქუა ქალთან ერთად ჩანს.




