ირაკლი ქადაგიშვილი ევროპელი დეპუტატების ვიზიტზე – ესენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში არამართლზომიერად ჩართული პიროვნებები არიან, რომლებიც საქართველოში საკუთარი მარცხის დასატირებლად ჩამოვიდნენ

ესენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში არამართლზომიერად ჩართული პიროვნებები არიან, რომლებიც საქართველოში საკუთარი მარცხის დასატირებლად ჩამოვიდნენ, – ასე აფასებს ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების საქართველოში ვიზიტს „ქართული ოცნების“ დეპუტატი .
ევროპელი დეპუტატების ვიზიტზე საუბრისას ქადაგიშვილმა ისიც განაცხადა, რომ „მათ საქართველო და ქართველი ხალხი ნაკლებად აინტერესებთ, აქვთ პოლიტიკური მიზანი, რასაც დემოკრატიული ს გზით ვერ აღწევენ და სურთ, საქართველოს მოსახლეობა ტერორის გზით დააშანტაჟონ“.
„ეს პიროვნებები დაინტერესებული პოლიტიკური აქტორები არიან, რომლებიც უხეშად – კანონის, დიპლომატიური წესისა და ევროპული ქარტიის დარღვევით პირდაპირ იყვნენ ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. დღეს, როცა ადგილობრივმა ფილიალებმა არჩევნებში მარცხი განიცადეს, ბუნებრივია, გაპროტესტების ამ ფორმას შეუერთდნენ.
მათ ძალიან კარგად იციან, რატომ ზის . ასევე იციან, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. კარგად იციან, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ნორმალურ ვითარებაში, სუფთად ჩატარდა, მაგრამ მათ პოლიტიკური ინტერესი აქვთ, რომ ხელისუფლებაში ის ძალები იყვნენ, ვისთანაც მათ პირდაპირი კავშირი აქვთ – ეს ინტერესი ამოძრავებთ მათ! მეორე საკითხია, თუ რატომ უნდათ ამ ძალების ხელისუფლებაში ყოფნა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.