ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტში დებატებზე – ეს ადამიანები ამბობენ, რომ ის, რაც ე.წ. ფერადი, ლიბერალური რევოლუციების მიზანს ემსახურება, არის აპრიორი, ხოლო დანარჩენი: სახელმწიფო, კონსტიტუცია, , ხალხის ნება, გვერდზე გადასადებია

ევროპარლამენტში ის მოვისმინეთ, რასაც ფაქტობრივად, ომის დაწყების შემდეგ ვისმენთ – ეს ადამიანები ამბობენ, რომ ის, რაც ე.წ. ფერადი, ლიბერალური რევოლუციების მიზანს ემსახურება, არის აპრიორი, ხოლო დანარჩენი – სახელმწიფო, კონსტიტუცია, დემოკრატიული , ხალხის ნება, არჩევნებში გამოხატული უმრავლესობის აზრი, გვერდზე გადასადებია, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ევროპარლამენტში გამართული დებატების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტში გამართულ დებატებში გარიყული იყო დემოკრატიული და ევროპული ღირებულებები და წინ წამოწეული იყო პოლიტიკური, ანგაჟირებული, საქართველოს წინააღმდეგ გაკეთებული უტიფარი განცხადებები.
“მოვისმინეთ, რომ საქართველო იმის გამო, რომ თავის დამოუკიდებელ და სუვერენულ პოლიტიკას ატარებს, გაკიცხვას იმსახურებს და ამას არავითარი მტკიცებულება, არავითარი ობიექტური ინფორმაცია არ სჭირდება. საჭიროა მხოლოდ ის, რომ მაღალ ტრიბუნაზე დადგნენ და ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ის ილაპარაკონ, რაც აწყობთ. მათთვის ქართველი ხალხი ის ადამიანები არიან, რომლებიც დააფინანსეს და წაახალისეს დემოკრატიული არჩევნების წინააღმდეგ ბოიკოტისთვის და ქუჩაში გამოსასვლელად, პარლამენტის შენობის დასანგრევად, ასევე პრეზიდენტის სასახლე აღებულიყო და ა.შ. ის, რომ ამას სახელმწიფომ შესაბამისი კანონიერი პასუხი გასცა, ეს დემოკრატიის უკუსვლად ჩათვალეს. ფაქტობრივად, ეს ადამიანები ამბობენ, რომ ის, რაც ე.წ. ფერადი, ლიბერალური რევოლუციების მიზანს ემსახურება, ეს არის აპრიორი, ხოლო დანარჩენი – სახელმწიფო, კონსტიტუცია, დემოკრატიული არჩევნები, ხალხის ნება, არჩევნებში გამოხატული უმრავლესობის აზრი გვერდზე გადასადებია. ევროპარლამენტში სწორედ ეს დავინახეთ, გარიყული დემოკრატიული და ევროპული ღირებულებები და წინ წამოწეული პოლიტიკური, ანგაჟირებული, საქართველოს წინააღმდეგ გაკეთებული უტიფარი განცხადებები”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ზურაბ ჩიკვილაძე ვატო სურგულაძეს – ვერაფრით დაგეთანხმები, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილობენ, აბსურდია! – ის კი ფაქტია, რომ ბავშვები საახალწლოდ საზეიმოდ ნაძვის ხესთან არ მიუშვით

ვატო სურგულაძე – იქნებ ჩვენ ჩვენს საქმეს მივხედოთ?! – მახსოვს „ნაცებზეც“ იძახდით და მეც იმავეს ვამბობდი, ასფალტი ვჭამოთ?! – ყველა თქვენი პრემიერი კორუმპირებული ან სამშობლოს გამყიდველია, მოდი, ვისაუბროთ, ქალაქს და ქვეყანას რა უჭირს

გიორგი შარაშიძე – არსებობს ეჭვი, რომ ქიმიური ნივთიერების გამოყენების საკითხზე კანონდარღვევა მოხდა და ამიტომ, „ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ 5 დღეში გამოძიებული საქმე შერაცხოს ჭეშმარიტებად – რაც მეტია „ოცნების” ისტერიკა, მეტად ჩნდება კითხვები