ირაკლი ქადაგიშვილი – გვეუბნებიან, რომ ჩვენი ქვეყნის დაცვისა და რაიმე კრიტიკის გამოთქმის უფლება არ უნდა გვქონდეს – ჩვენ ვამბობთ: ამ უფლების წართმევა კოლონიზაციას ნიშნავს! ჩვენ გვინდა ევროპეიზაცია და არა კოლონიზაცია!

ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენი ქვეყნის დაცვისა და რაიმე კრიტიკის გამოთქმის უფლება არ უნდა გვქონდეს – ჩვენ ვამბობთ: ამ უფლების წართმევა კოლონიზაციას ნიშნავს! ჩვენ გვინდა ევროპეიზაცია და არა კოლონიზაცია! რაც არ უნდა გვითხრან, რომ ქვეყნის ინტერესების დაცვა არის რუსული პოლიტიკა, სამშობლოზე უარს არ ვიტყვით! – ეს განცხადება მედიასთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.
ქადაგიშვილმა დღეს განაცხადა ისიც, რომ ში აგრესიის ფონზე, ხდებოდა ზეწოლა, რომ საქართველო რუსეთის ფედერაციასთან დაპირისპირებაში შესულიყო.
“ეს საბოლოოდ იმით დასრულდებოდა, რაზეც დღეს ამბობენ, რომ ასეთი თავში არავის გაუვლიაო. როცა გვთხოვდნენ, რომ რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა, დავუწესებდით და ეკონომიკური ვარდნის გარდა, ერთ კვირაში ცხინვალის რეგიონი მთლიანად რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში იქნებოდა შესული. რეფერენდუმსაც ჩაატარებდნენ და ცხინვალს ხუთ დღეში შეიერთებდნენ.
გვეუბნებოდნენ, გააგზავნეთ თქვენი თვითმფრინავები და მოხალისეები უკრაინაშიო. რუსეთის მხრიდან ეს აღქმული იქნებოდა პირდაპირი სამხედრო პოზიციის გამოვლინებად. გვეუბნებოდნენ, ამ მთავრობას ნუ უსმენთ, აფხაზეთში გაისეირნეთ, ცხინვალში შედითო. ამას ვიღაცები კი არა, პრეზიდენტები ამბობდნენ. არასამთავროების წარმომადგენლები ამბობდნენ: – ბომბები გვირჩევნია, ამ სირცხვილსო.
რატომ გგონიათ, რომ ეს არაფერია?! – როგორც კი, ამ მორევში ჩაგვითრევდნენ, შემდეგ უკან მოტრიალების გზა არავის ექნებოდა. რაც დახურულ კარს მიღმა ხდებოდა, ამაზე აღარ ვისაუბრებ!“ – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – რუსულ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ ექნება – გელოდებით ხვალ რესპუბლიკის მოედანზე, რათა ერთად გავათენოთ ღამე ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი შვილების ევროპული მომავლისთვის, რომლის მოპარვასაც ბიძინა ივანიშვილი ცდილობს