ირაკლი ქადაგიშვილი – გახარიას „ქართული ოცნების“ არანაირი ხმების წაღება არ შეუძლია – ალბათ ისევ, ნიკა გვარამიას ალიანსის იმედით არის დარჩენილი

გიორგი გახარიას რესურსი დამოუკიდებლად, მე ვფიქრობ, უკვე არაფრის მომცემი აღარაა – ის დღეს თუ რამის იმედით იქნება ალბათ, ისევ, ს ალიანსის იმედით არის დარჩენილი, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერს, გიორგი გახარიას არანაირი პრინციპი არ გააჩნია და შესაძლოა, მან ნიკა გვარამიასთან ითანამშრომლოს.
როგორც ქადაგიშვილი აღნიშნავს, გიორგი გახარიას “ქართული ოცნების” არანაირი ხმების წაღება არ შეუძლია.
„რა თქმა უნდა, წარმომიდგენია [გახარიასა და გვარამიას თანამშრომლობის პერსპექტივა], გამომდინარე იქიდან, რომ გახარიას არანაირი პრინციპი არ გააჩნია და ისინი უკვე თანამშრომლობენ ძალიან მკვეთრად და მკაფიოდ “ნაციონალურ მოძრაობასთან”. რაც შეეხება გახარიას მხრიდან “ქართული ოცნებისთვის” ხმების წართმევას – ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დაიხურა. გახარიას “ქართული ოცნების” არანაირი ხმების წაღება არ შეუძლია. ის “ფეიკი”, რომლითაც იგი თავის მოღალატეობრივ პოლიტიკას ნიღბავდა, რომ თითქოს, ის იყო ალტერნატიული გარკვეული პროექტი, გაცამტვერებულია და გამომდინარე აქედან, დღეს გახარია თუ რამის იმედით იქნება ალბათ ისევ, ნიკა გვარამიას ალიანსის იმედით არის დარჩენილი. მისი რესურსი დამოუკიდებლად, მე ვფიქრობ, უკვე არაფრის მომცემი აღარ არის,” – განაცხადა ქადაგიშვილმა.