ირაკლი ქადაგიშვილი – არ არის ის პიროვნება, რომელიც ამა თუ იმ მუქარის თუ სანქციების შიშის გამო, უარს იტყვის საქართველოს ინტერესების და სუვერენიტეტის დაცვაზე, ასე რომ, მასთან სანქციებით საუბარი არასდროს არის ეფექტური

ქართველმა ხალხმა კარგად დაინახა, რომ არ არის ის პიროვნება, რომელიც ამა თუ იმ მუქარის თუ სანქციების შიშის გამო, უარს იტყვის საქართველოზე, საქართველოს ინტერესების დაცვაზე, საქართველოს სუვერენიტეტის დაცვაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ -ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორი ჯიმ ობრაიენი, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების პაკეტის წარდგენას გეგმავს, რის გამოც, მმართველი გუნდი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს შეარბილებს.
ქადაგიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ორი წელია, რაც არაფორმალურად სანქცირებულია და მას საქართველოს ინტერესებისთვის არასდროს უღალატია.
“ბიძინა ივანიშვილის მთავარი გზავნილი ყოველთვის იყო ერთი რამ – საქართველო არის სახელმწიფო და ამ სახელმწიფოსთან დაკავშირებით, ყველას შესაბამისი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს. ასე რომ, სანქციებით ბიძინა ივანიშვილთან საუბარი არასდროს არის ეფექტური, თან, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ფაქტობრივად, ორი წლის განმავლობაში, იგი არაფორმალური სანქციების ქვეშ ისედაც იმყოფება და ერთხელ არ უღალატია თავისი ქვეყნის ინტერესებისთვის.” – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი: ბრიტანეთს დააბრალეს პატარკაციშვილის მკვლელობა – ამბობენ, „ფასი არ აქვსო“, მაგრამ სერიოზული ფასი აქვს ბრიტანეთის სანქციებს, ეჭვი მაქვს, არც იციან, რა რეაქცია ჰქონდეთ – მთლიანად „შავ ბუღალტერიაზე“ უნდა გადავიდნენ

შალვა რამიშვილი: სანქციების ამბავი რომ გავიგეთ, ბაჩო, გური და მე აღსანიშნავად წავედით რესტორანში. გეახელით იმერული ტეხილი ყველი და ჭადი, ხბოს მწვადი კეცზე, წიწილი ისრი-მაყვალში, ნიყვი…