ირაკლი ქადაგიშვილი – არ შეიძლება სახელმწიფოს ინტერესებს ასე უდგებოდე: ხურდაში გავატანოთ, იმან ეს მოგვთხოვა, ამან ის მოგვთხოვა, იმას ასე აწყობს და ა.შ. გინდა ევროკავშირი იყოს, გინდა სხვა გაერთიანება თუ სახელმწიფო, ასე არ შეიძლება!

არ შეიძლება შენი სახელმწიფოს ინტერესებს ასე უდგებოდე – ხურდაში გავატანოთ, იმან ეს მოგვთხოვა, ამან ის მოგვთხოვა, იმას ასე აწყობს და ა.შ. გინდა ევროკავშირი იყოს, გინდა სხვა გაერთიანება თუ სახელმწიფო, ასე არ შეიძლება!, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი შეფასებით, დაზიანებული მენტალობაა, როდესაც მიაჩნიათ, რომ „ჩვენი სახელმწიფო ვიღაცის ინტერესების გამო რაღაც ხურდაშია გასატანებელი.“
„უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ – რა არის სახელმწიფო. ჩვენ ისე ვუყურებთ საქართველოს, მიგვაჩნია, რომ ჩვენი სახელმწიფო ვიღაცის ინტერესების გამო რაღაც ხურდაშია გასატანებელი – ეს არის დაზიანებული მენტალობა. არ შეიძლება შენი სახელმწიფოს ინტერესებს ასე უდგებოდე – ხურდაში გავატანოთ, იმან ეს მოგვთხოვა, ამან ის მოგვთხოვა, იმას ასე აწყობს და ა.შ. გინდა ევროკავშირი იყოს, გინდა სხვა გაერთიანება თუ სახელმწიფო, ასე არ შეიძლება! რაც შეეხება პროცესს, ეს არის გარკვეულ კრიტერიუმებზე დამყარებული, გაზომვადი, ჩამოყალიბებული მოცემულობები. ამ გაზომვად ჩამოყალიბებულ მოცემულობებს, რაც ასოცირების ხელშეკრულებაში და სამოქმედო გეგმაშია ასახული, საქართველოს ხელისუფლება გეგმაზომიერად ასრულებს. ამ მიმართულებით ჩვენ ნახევარი გზა გავლილი გვაქვს. პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე როცა ითხოვენ დამატებით პირობებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია არა ღია პოლიტიკურ პროცესთან, არამედ გარკვეულად ისეთ საკითხებთან, რაც შენი ქვეყნის სუვერენიტეტთან, კონსტიტუციასთან, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების სტანდარტებთან არის შეუსაბამობაში, ბუნებრივია, თუ ქვეყანა ამ გზით წავიდა, საბოლოოდ ეს ქვეყანა სხვა ქვეყნების თუ კავშირების მანიპულირების ობიექტი გახდება, რასაც კარგი არ მოაქვს. ეს ისტორიულად არის დამტკიცებული, ჩვენ ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ზურაბ ჩიკვილაძე ვატო სურგულაძეს – ვერაფრით დაგეთანხმები, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილობენ, აბსურდია! – ის კი ფაქტია, რომ ბავშვები საახალწლოდ საზეიმოდ ნაძვის ხესთან არ მიუშვით

ვატო სურგულაძე – იქნებ ჩვენ ჩვენს საქმეს მივხედოთ?! – მახსოვს „ნაცებზეც“ იძახდით და მეც იმავეს ვამბობდი, ასფალტი ვჭამოთ?! – ყველა თქვენი პრემიერი კორუმპირებული ან სამშობლოს გამყიდველია, მოდი, ვისაუბროთ, ქალაქს და ქვეყანას რა უჭირს

გიორგი შარაშიძე – არსებობს ეჭვი, რომ ქიმიური ნივთიერების გამოყენების საკითხზე კანონდარღვევა მოხდა და ამიტომ, „ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ 5 დღეში გამოძიებული საქმე შერაცხოს ჭეშმარიტებად – რაც მეტია „ოცნების” ისტერიკა, მეტად ჩნდება კითხვები