ირაკლი ქადაგიშვილი – არახამია იმ პროექტის თანამონაწილეა, რომელმაც სააკაშვილი და მისი წრე შეიფარა, რათა საქართველოში ის კონტრაბანდული გზით შემოეგზავნათ, არეულობა შემოეტანათ და ქვეყნის ომში ჩართვა უზრუნველეყოთ

დავით არახამია სულ მცირე, რეალობა რომ ავიღოთ, არ აღიარებს საქართველოს და საქართველოს ხელისუფლებას, ქართველი ხალხის არჩევანს, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატის, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის, ს განცხადებას, სადაც არახამია საქართველოს ხელისუფლებას ს გათავისუფლებას, რუსეთთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტას და სანქციების დაწესებას სთხოვს.
ქადაგიშვილის თქმით, დავით არახამია იმ პროექტის თანამონაწილეა, „რომელმაც მიხეილ სააკაშვილი და მისი წრე შეიფარა იმისთვის, რომ საქართველოში ის კონტრაბანდული გზით შემოეგზავნათ, ქვეყანაში არეულობა შემოეტანათ და ქვეყნის ომში ჩართვა უზრუნველყოთ“.
ამასთან, არახამიას და ყველა იმ ადამიანს, ვინც მის პოზიციასა და იდეოლოგიას იზიარებს, მოუწოდებს, რომ პატივი სცეს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და ქართველი ხალხის არჩევანს.
„დავით არახამია სულ მცირე, რეალობა რომ ავიღოთ, არ აღიარებს საქართველოს და საქართველოს ხელისუფლებას, ქართველი ხალხის არჩევანს. ის არის იმ პროექტის თანამონაწილე, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი და მისი წრე შეიფარა იმისთვის, რომ საქართველოში ის კონტრაბანდული გზით შემოეგზავნათ, ქვეყანაში არეულობა შემოეტანათ და ქვეყნის ომში ჩართვა უზრუნველყოთ. ეს არის რეალურად არახამიას შინაარსი და დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. აქედან გამომდინარეა ყველა მისი განცხადება განპირობებული.
კიდევ ერთხელ ვეტყვი არახამიას და ყველას, ვინც მის პოზიციასა და იდეოლოგიას იზიარებს, საქართველო არავისზე ნაკლები სახელმწიფო არ არის, ქართველი ერი, არავისზე ნაკლები ერი არ არის და მას მოვუწოდებ, რომ პატივი სცეს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და ქართველი ხალხის არჩევანს.
რაც შეეხება იმ წვრილ-წვრილ ჭორიკანა ბრალდებებს, პირველ რიგში, საქართველო რომ არ არის სთვის სანქციების არიდების ადგილი, ეს ძალიან ნათლად ჩანს იქიდან, რომ ყველა საერთაშორისო მონიტორინგი, რომელიც ამას ახორციელებს, საქართველოს ყველაზე უფრო მაღალ შეფასებას აძლევს. გავახსენებ არახამიას, რომ იყო ყველაზე დიდი, მათ შორის ერთ-ერთი ის სახელმწიფო, რომელიც ომის პერიოდშიც ვაჭრობდა რუსეთთან, მათ შორის აწარმოებდა კონტრაბანდულ ვაჭრობას და მისი მოკავშირე სახელმწიფოები არიან, ვინც რუსეთში ყველაზე დიდი ექსპორტიორები ხდებიან ხან ღვინის და ხან სხვადასხვა პროდუქციისა. ევროპის სახელმწიფოები არიან, ვინც ყველაზე მეტს, მათ შორის, ე.წ ორმაგი დანიშნულების საქონლით ვაჭრობენ რუსეთთან. ამიტომ, მას საქართველო დაბალი ღობე ნუ ჰგონია.
რაც შეეხება მათი ე.წ დაზვერვის ინფორმაციას, თითქოს საქართველოს სააკაშვილის გაშვება უნდოდა და მოსკოვმა უარი უთხრა. ეს ზღაპრები თავის რადაში თავის ფრაქციის წევრებს მოუყვეს და ამყოფოს ამ ტყუილში ისინი.
კიდევ, კარგად გაიხსენოს, როცა ყველას შეეშინდა და დატოვა, საქართველოს არ შეშინებია და თავისი დროშა კიევიდან არ მოუხსნია”,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.