ირაკლი ქადაგიშვილი – ალბათ, ესმის პრეზიდენტს, რომ სააკაშვილის შეწყალება, სულ მცირე, დიდი არეულობის პროვოცირებას და დიდ დაპირისპირებას ნიშნავს – მინდა ვისურვო, რომ ერთ საკითხში მაინც დარჩეს ის ბოლომდე ერთგული თავისი ნათქვამი სიტყვის

ალბათ, ესმის პრეზიდენტსაც, რომ სააკაშვილის შეწყალება, სულ მცირე, დიდი არეულობის პროვოცირებას და დიდ დაპირისპირებას ნიშნავს, -ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეთანხმება პრეზიდენტს, რომ ეს არის ძალიან დიდი მორალური პასუხისმგებლობა და იმედს გამოთქვამს, რომ ის დარჩება მისი სიტყვების ერთგული – „არა და არასდროს“.
„ეს პასუხისმგებლობა იმაზე გადის, რომ ათობით, ასობით და ათასობით ადამიანი არის ს რეჟიმის მსხვერპლი. შეწყალება მარტო იურიდიული აქტი არ არის, მართლაც უდიდესი მორალური პასუხისმგებლობაა ქართველი ერის წინაშე იმ მძიმე ქმედებების ფონზე, რასაც სააკაშვილი აკეთებდა და დღესაც აგრძელებს, როცა ქვეყანას აზიანებს მძიმე ბრალდებებით. მე მინდა ვისურვო, რომ ერთ საკითხში მაინც დარჩეს ქალბატონი სალომე ბოლომდე ერთგული თავისი ნათქვამი სიტყვის. ვფიქრობ, ალბათ, ესმის პრეზიდენტსაც, რომ მისი შეწყალება ნიშნავს სულ მცირე, დიდი არეულობის პროვოცირებას და დიდ დაპირისპირებას. ეს თუ ვინმეს აწყობს საქართველოში, იცოდეს, რომ ეს აღკვეთილი იქნება,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – მეტროს ვაგონების ჩანაცვლებისთვის ტენდერი დასრულებულია – გამარჯვებული კომპანია „ჯითი გრუპი“ „სი არ არ სის ჩინეთთან“ თანამშრომლობით, 5 წლის განმავლობაში დედაქალაქს 111 ვაგონს მიაწვდის

შალვა პაპუაშვილი – ადგილობრივი არჩევნები 12 კვირაში გაიმართება – მოვინიშნოთ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ევროკომისრის პოზიცია, როგორც, ამ საარჩევნო ციკლში, ბრიუსელის პირველი ჩარევა საქართველოს არჩევნებში, მისი ჩაშლის მიზნით