ირაკლი ქადაგიშვილი – ადვილია „ფეისბუქთან“ მოკალათებული ადამიანების მხრიდან მშვიდობის ქილიკი და იმ ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანა, ვისაც არ უნახავს ომი – მოკლედ და კონკრეტულად გეტყვით: დაარღვევენ კანონს და კანონის წინაშე აგებენ პასუხს

ადვილია „ფეისბუქთან“ მოკალათებული ადამიანების მხრიდან მშვიდობის ქილიკი და იმ ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანა, ვისაც არ უნახავს ომი, დაპირისპირებით გამოწვეული ქვეყნის ნგრევა და ჩამოშლა – უნდათ, რომ რეალობას მოწყვეტით ეს ადამიანები ახალი სასაკლაოსკენ წაიყვანონ, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 13 წლისთავზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მშვიდობის შედეგია სწორედ ის, რომ ქვეყანაში არის ეკონომიკური წინსვლა და თავისუფლება.
„ადვილია დღეს „ფეისბუქთან“ მოკალათებული ადამიანების მხრიდან მშვიდობის ქილიკი. იმ ადამიანების მხრიდან, ვინც როცა მშვიდობა არ იყო ხოლმე ამ ქვეყანაში, ან გარბოდნენ, ან იმალებოდნენ. ადვილია იმ ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანა, ვისაც არ უნახავს ომი, ომის საშინელება და დაპირისპირებით გამოწვეული ქვეყნის ნგრევა და ჩამოშლა. ამიტომ, ამ ადამიანებს აგულიანებენ, თითქოს, ასეა, ჰეროიკულია ბრძოლა და რეალობას მოწყვეტით უნდათ, რომ ეს ადამიანები ახალი სასაკლაოსკენ წაიყვანონ. ამიტომ მშვიდობა არის ის, რისი დაცვის უპირველესი ვალდებულებაც გააჩნია ხელისუფლებას, ამიტომ ჩვენ ამ მშვიდობას ვიცავთ,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ამასთან, “ქართული ოცნების” დეპუტატმა 4 ოქტომბერს დაანონსებულ აქციაზე დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც კანონს დაარღვევს, კანონის წინაშე პასუხს აგებს.
მისივე თქმით, ს წინააღმდეგ პირდაპირი ბრძოლაა გამოცხადებული.
„მოკლედ და კონკრეტულად გეტყვით – დაარღვევენ კანონს და კანონის წინაშე აგებენ პასუხს. არანაირი რიტორიკა, არანაირი უცხოეთიდან მხარდამჭერი განცხადებები, არანაირი „ფეისბუქში“ ტირილი და ყვირილი არ უშველით. ეს არის კატასტროფა, რასაც დასავლეთის გარკვეული წრეების მხარდაჭერით ისინი ფიქრობენ, რომ საქართველოში არ უნდა ჩატარდეს. ეს არის კატასტროფა და ამაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველას მორალურიც, პოლიტიკურიც და სისხლის სამართლებრივიც. ეს არის 2×2=4. მანიფესტაციის ჩატარება თუ უნდათ, ატარონ რამდენიც უნდათ,“ – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – არსებობს ეჭვი, რომ ქიმიური ნივთიერების გამოყენების საკითხზე კანონდარღვევა მოხდა და ამიტომ, „ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ 5 დღეში გამოძიებული საქმე შერაცხოს ჭეშმარიტებად – რაც მეტია „ოცნების” ისტერიკა, მეტად ჩნდება კითხვები

საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ზურაბ ჩიკვილაძე ვატო სურგულაძეს – ვერაფრით დაგეთანხმები, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილობენ, აბსურდია! – ის კი ფაქტია, რომ ბავშვები საახალწლოდ საზეიმოდ ნაძვის ხესთან არ მიუშვით

ვატო სურგულაძე – იქნებ ჩვენ ჩვენს საქმეს მივხედოთ?! – მახსოვს „ნაცებზეც“ იძახდით და მეც იმავეს ვამბობდი, ასფალტი ვჭამოთ?! – ყველა თქვენი პრემიერი კორუმპირებული ან სამშობლოს გამყიდველია, მოდი, ვისაუბროთ, ქალაქს და ქვეყანას რა უჭირს