– ჩვენ ყველა აქციას სოლიდარობას ვუცხადებთ და დღევანდელ აქციაზეც წარმოდგენილები ვიქნებით

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ჯგუფ „დაიტოვეს“ მიერ დღეს დაანონსებულ აქციას ისინიც შეუერთდებიან.
„სამოქალაქო აქტორები და ძალიან ბევრი ადამიანი, არა მხოლოდ პოლიტიკური ჯგუფები არიან გაბრაზებულები და ძალიან მობილიზებული იმისთვის, რომ ქვეყანაში ძალაუფლება ხალხს დაუბრუნდეს. ჩვენ ყველა აქციას სოლიდარობას ვუცხადებთ და დღევანდელ აქციაზეც წარმოდგენილები ვიქნებით“,- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს თავისუფლების მოედანზე აქცია არის დაანონსებული, რომელიც სოციალურ ქსელებში დაიგეგმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია „მოსკოვის მექანიზმის“ მისიის ანგარიშზე – დასკვნა იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე მოსალოდნელი იყო – ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის, ძალიან სერიოზული საგამოძიებო დოკუმენტი