ირაკლი ფავლენიშვილი – ჩვენი შემართება არ იცვლება – პარტიას შეუძლია ყველანაირ განსაცდელს გაუძლოს და იბრძოლოს რეჟიმის წინააღმდეგ გამარჯვებისთვის

„ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს ბრძოლას გამარჯვებისთვის და ამ ბრძოლაში ლევანს ექნება განსაკუთრებული როლი. თინას კანდიდატურას მიესალმება მთელი პარტია, როგორც ძალიან გამოცდილი და ძლიერი პოლიტიკოსის. ჩვენი შემართება არ იცვლება. ამ პარტიას შეუძლია გაუძლოს ყველანაირ განსაცდელს და იბრძოლოს გამარჯვებისთვის, რეჟიმის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, თინა ბოკუჩავას კანდიდატურას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მიესალმება.
„რა თქმა უნდა, ამ თემაზე არანაირი სპეკულაცია არ უნდა იყოს, რადგან არ არის ეთიკური და მორალური, როდესაც ადამიანს სიკვდილამდე სცემენ და შემდეგ ამის გამო არის მკაცრი რეკომენდაცია, რომ მას რამდენიმე თვის განმავლობაში ფიზიკურად არ შეუძლია რომ ყოველდღიურ რეჟიმში ჩართული იყოს. მნიშვნელოვანია ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს ბრძოლას გამარჯვებისთვის და ამ ბრძოლაში ლევანს ექნება განსაკუთრებული როლი, რადგან ეს თანამდებობა, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეობა არის ძალიან საპასუხისმგებლო. რა თქმა უნდა, თინას კანდიდატურას მთელი პარტია მიესალმება, როგორც ძალიან გამოცდილი და ძლიერი პოლიტიკოსის და მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი შემართება არ იცვლება და კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის, რომ ამ პარტიას შეუძლია გაუძლოს ყველანაირ განსაცდელს და იბრძოლოს გამარჯვებისთვის, რეჟიმის წინააღმდეგ.“ – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ