ირაკლი ფავლენიშვილი – ყოველ 20 ივნისს უნდა შევიკრიბოთ რუსთაველის გამზირზე, რათა ვერავინ ამ ქვეყანაში ვეღარ გაბედოს ოკუპანტის საამებლად ქართველი პატრიოტების დასახიჩრება

ხუთი წელი გავიდა იმ დღიდან, რაც კრემლის საამებლად ქართველ ახალგაზრდებს თვალები დასთხარეს. ყოველ 20 ივნისს უნდა შევიკრიბოთ რუსთაველის გამზირზე, რათა ვერავინ ამ ქვეყანაში ვეღარ გაბედოს ოკუპანტის საამებლად ქართველი პატრიოტების დასახიჩრება , – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.
მისი თქმით, მომავალ არჩევნებზე მათ შორის აღნიშნული საკითხიც გადაწყდება.
“ხუთი წელი გავიდა იმ დღიდან, რაც კრემლის საამებლად ქართველ ახალგაზრდებს, მშვიდობიან დემონსტრანტებს დასთხარეს თვალები, დაასახიჩრეს და ეს ხდებოდა გამიზნულად საათების მანძილზე. ჩვენ ყოველ 20 ივნისს უნდა შევიკრიბოთ რუსთაველის გამზირზე, რადგან ვერავინ ამ ქვეყანაში ვეღარ უნდა გაბედოს ოკუპანტის საამებლად პატრიოტი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დასახიჩრება და მათი ცხოვრების გაუბედურება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მათ შორის მომავალ არჩევნებზე ეს საკითხიც გადაწყდება – გაბედავენ თუ არა მსგავსი ტიპის დანაშაულის ჩადენას მომავალში ის ხელისუფლებები, რომლებიც ჩვენ გვეყოლება”, – დასძინა ირაკლი ფავლენიშვილმა

ასევე დაგაინტერესებთ