ირაკლი ფავლენიშვილი – ყველა ის ადამიანი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოლებს და გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, არ იქნება ჩვენთვის მიუღებელი, თუ მათზე იქნება საერთო პოლიტიკური კონსენსუსი

ყველა ის ადამიანი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოლებს და გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, მათ შორის , არ იქნება ჩვენთვის მიუღებელი, თუ მათზე იქნება საერთო პოლიტიკური კონსენსუსი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
ფავლენიშვილის თქმით, პრეზიდენტის კანდიდატურაზე შეთანხმება საპარლამენტო ს შემდეგ უნდა მოხდეს.
„სალომე ზურაბიშვილის ნებისმიერი სხვა კანდიდატურა იქნება საერთო ოპოზიციური შეთანხმების საგანი, ამიტომ ჯერ ნაადრევია საუბარი, სანამ ეს შეთანხმება შემდგარა. მათ შორის, საპარლამენტო არჩევნების მერე უნდა მოხდეს პრეზიდენტზე შეჯერება. რაც შეეხება ზოგადად ჩვენი პარტიის პოზიციებს, ყველა ის ადამიანი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოლებს და გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი არ იქნება ჩვენთვის მიუღებელი და თუ მათზე იქნება საერთო პოლიტიკური კონსენსუსი“,- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ