ირაკლი ფავლენიშვილი: ყველა ის პროცესი, რომელიც იქნება უკრაინის საწინააღმდეგოდ, უარყოფითად იმოქმედებს ჩვენს ევროპულ პერსპექტივაზე

უკრაინის გმირულმა წინააღმდეგობამ მოგვცა შანსი ჩვენც და მოლდოვასაც და ყველა ის პროცესი, რომელიც იქნება უკრაინის საწინააღმდეგოდ, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს ჩვენს ევროპულ პერსპექტივაზე, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა აღნიშნა, რითაც გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ს განცხადებას, რომ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას მხარს არ უჭერს.
როგორც ფავლენიშვილმა განაცხადა, კონტექსტიდან ამოვარდნილად საქართველოს ხსენება არასდროს ყოფილა ევროპულ ასპარეზზე, არც უკრაინის, არც მოლდოვის. ესენი არიან ერთი გეოპოლიტიკური პაკეტის ქვეყნები.
„ჩვენ კარგად უნდა აღვიქვათ, რომ კონტექსტიდან ამოვარდნილად საქართველოს ხსენება არასდროს არ ყოფილა ევროპულ ასპარეზზე, არც უკრაინის, არც მოლდოვის. ესენი არიან ერთი გეოპოლიტიკური პაკეტის ქვეყნები, თუ შეიძლება ასე ითქვას და ში შეჭრამ, უკრაინის გმირულმა წინააღმდეგობამ მოგვცა შანსი ჩვენც და მოლდოვასაც და ყველა ის პროცესი, რომელიც იქნება უკრაინის საწინააღმდეგოდ, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს ჩვენს ევროპულ პერსპექტივაზე”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.