მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ძალიან კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა აღორძინებულიყო კახეთი, როგორ უნდა გამხდარიყო ღვინის კულტურა ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი. ასე რომ, მეგობრებო უნდა გავათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი და ჩვენი ქვეყანა, უნდა დაფასდეს გლეხის გარჯა. 26 ოქტომბერს ერთიანობით ვიმარჯვებთ , – განაცხადა ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა, კახეთში გამართულ ღონისძიებაზე.
ფავლენიშვილის განცხადებით, კახელები არიან მოწოდებულნი გამარჯვებისთვის.
„ჩვენ ვიმყოფებით იმ ადგილას და ვუყურებთ იმ მთებს, იმ ტყეებს, სადაც 100 წლის წინ ზუსტად ქაქუცა ჩოლოყაშვილი, თავის ლეგენდარულ შეფიცულთა რაზმთან ერთად იმყოფებოდა და დიახ, 100 წლის შემდგომ ჩვენ ვაცხადებთ, რომ ნაფარეული, კახეთი, საქართველო არასოდეს მოიხდის ბოდიშს თავის მტერთან, თავის ოკუპანტთან და ჩვენ აუცილებლად, მიუხედავად იმისა, რომ „ოცნებას“ აქვს მცდელობა ამ მოღალატეობრივი პოლიტიკის გაგრძელების, საკადრის პასუხს გავცემთ 26 ოქტომბერს და გავიხსენებ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან, ისტორიულ პარალელს, რომელიც კახეთს უკავშირდება. დიახ, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ყველა დანაშაულებრივ, ყველა მოღალატეობრივ ჯგუფს ამ ქვეყანაში აქვს თავისი „ბახტრიონი“, რომელსაც აწყობს ქართველი ხალხი , როგორც კახეთში მოეწყო „ბახტრიონი“ და გახდა ეროვნული აღორძინების და მტერზე გამარჯვების სიმბოლო. 26 ოქტომბერს ყველანი ერთად ვაწყობთ მშვიდობიან ბახტრიონს და გავისტუმრებთ მოღალატეობრივ კლანს მმართველობიდან, ივანიშვილს და მის „ბანდას“. აქ, სადაც ილია ჭავჭავაძე იზრდებოდა, სადაც ქაქუცა ჩოლოყაშვილი იზრდებოდა, სადაც დიდი ქართველები იზრდებოდნენ, გვესაუბრებიან, რომ თურმე ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის აღდგენა არის ის, რომ უარს ვამბობთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე და ვაცხადებთ დამოუკიდებლად იმ ჩვენს ორგანულ ნაწილს , რომელიც ყოველთვის იყო ჩვენს შემადგენლობაში და კახეთში გვესაუბრებიან პატრიოტიზმზე, კახეთში, სადაც ჩვენ გვახსოვს როგორი გაპარტახებული იყო აქაურობა, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ძალიან კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა აღორძინებულიყო კახეთი, როგორ უნდა გამხდარიყო ღვინის კულტურა სავიზიტო ბარათი მთელი ჩვენი ქვეყნის და ჩვენ ვნახეთ როგორ აშენდა ერთმანეთის მიყოლებით სასტუმრო კომპლექსები, როგორ გახდა ტურისტული მიზიდულობის ცენტრი კახეთი და ესეც გაგრძელდებოდა , მათ შორის გლეხის შრომას მეტად ფასი ექნებოდა , რომ არა 2012 წელს ხელისუფლების ცვლილება. დიახ, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ საწნახელში იწვევდა მსოფლიოს პოლიტიკურ ლიდერებს და ეს იყო ყველაზე დიდი პიარი, ყველაზე დიდი რეკლამა ქართული ღვინის. ასე რომ, მეგობრებო უნდა გავათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი, უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა , უნდა დაფასდეს გლეხის გარჯა, გლეხი უნდა იყოს არა მიმწოდებელი ყურძნის, არამედ უნდა იყოს მწარმოებელი, უნდა იყოს ფერმერი და მის შრომას უნდა ჰქონდეს ფასი, ქართველ კაცს უნდა ჰქონდეს ფასი , ქართულ ღირსებას უნდა ჰქონდეს ფასი და საქართველო გაიმარჯვებს კახეთში, დარწმუნებული ვარ, დღეს ვიგრძენი, რომ ქართველი ხალხი და კახელები არიან მოწოდებულნი გამარჯვებისთვის. 26 ოქტომბერს ერთიანობით ვიმარჯვებთ. განაცხადა ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილმა, კახეთში გამართულ ღონისძიებაზე“,- განაცხადა ფავლენიშვილმა.