ირაკლი ფავლენიშვილი – ს მიზანია, მოსპოს ყველა ერი, რომელიც კავკასიაშია და დაიმორჩილოს მთლიანად კავკასია და ამ დროს ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც კრემლის ნარატივს იმეორებს

რუსეთის მიზანია, მოსპოს ყველა ერი, რომელიც კავკასიაშია და დაიმორჩილოს მთლიანად კავკასია და ამ დროს ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც კრემლის ნარატივს იმეორებს და მათი მხრიდან ეროვნული პოლიტიკის წარმოება უბრალოდ შეუძლებელია, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი შეფასებით, „საქართველოს ხელისუფლებაში, „ქართული ოცნება“ Sputnik-ისა და Russia today-ის წამყვანები არიან“.
„მათი ერთადერთი პოლიტიკური ფუნქცია არის ის, რომ კრემლის ნარატივი გაიმეორონ და ამ დროს მათი მხრიდან ეროვნული პოლიტიკის წარმოებას არ უნდა ველოდოთ. ს მიზანს, რომელიც ყველა ერის მოსპობასა და კავკასიის რეგიონის მთლიანად დამორჩილებას გულისხმობს, აფხაზებიც და რუსეთის მოკავშირეებიც ხვდებიან. ამიტომ ხელისუფლების შეცვლის შემდგომ, როდესაც ევროკავშირის წევრები გავხდებით, ძალიან მარტივი იქნება მათთვის არჩევანის გაკეთება. მანამდე კი სამწუხაროა, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მათ შორის ეროვნულ პოლიტიკასაც ვერ ატარებს და ამის იმედი არც გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბარამიძე რუსეთის პროკურატურის განცხადებაზე – დიდი პატივია, რუსების შიში მეტ-ნაკლებად 90-იანებში გადავლახე, როცა აფხაზეთში ვეომებოდი – კიევში ვიყავი ქართული ლეგიონის რიგით ჯარისკაცად, ამით მომავალშიც ვიამაყებ

შალვა პაპუაშვილი – ზოგიერთი ევროკომისრის მხრიდან ვხედავთ მცდელობებს, არ შეიმჩნიონ გეოგრაფია და შეხვედრები შავი ზღვის რეგიონის საკითხებზე მოაწყონ საქართველოს გარეშე, მაგრამ გეოგრაფიას ვერ დაამარცხებენ – შავი ზღვის კაბელი უპირველესად მათ ინტერესებშია