ირაკლი ფავლენიშვილი – როდესაც ხალხს ართმევენ თავისუფლებას და ყველაზე მთავარ დემოკრატიულ ინსტიტუტს, არჩევნებს, ერთადერთ გზად რჩება ეროვნული წინააღმდეგობა, მათ შორის ქუჩის პროტესტი

როდესაც ხალხს ართმევენ თავისუფლებას და ართმევენ ყველაზე მთავარ დემოკრატიულ ინსტიტუტს – არჩევნებს, ამ შემთხვევაში ერთადერთ გზად რჩება ეროვნული წინააღმდეგობა, მათ შორის ქუჩის პროტესტიც, რომელიც უნდა იყოს იქამდე, სანამ არ დავიბრუნებთ არჩევნებს, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც ოპოზიციის მიერ ხვალ დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა.
მისივე შეფასებით, „სანამ ყალბდება, ამ ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრებაც მკვდარია“.
„როდესაც ხალხს ართმევენ თავისუფლებას და ართმევენ ყველაზე მთავარ დემოკრატიულ ინსტიტუტს – არჩევნებს, ამ შემთხვევაში ერთადერთ გზად რჩება ეროვნული წინააღმდეგობა და ეროვნული წინააღმდეგობა არის მათ შორის, ქუჩის პროტესტიც და ეს პროტესტი უნდა იყოს იქამდე, სანამ ჩვენ არ დავიბრუნებთ მთავარ დემოკრატიულ ინსტიტუტს ქვეყანაში – არჩევნებს, რომელიც შემდგომში საფუძველს მოგვცემს იმის, რომ დავიბრუნოთ პოლიტიკურო ცხოვრება, რადგან სანამ არჩევნები ყალბდება, ამ ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრებაც მკვდარია“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.