ირაკლი ფავლენიშვილი – როდესაც დიალოგი გსურს, სანქცირებულ ადამიანს არ წაიყვან ქვეყნებში, რომლებმაც ის დაასანქცირეს – სახეზე გვაქვს ივანიშვილის მხრიდან საბოტაჟთან არა მხოლოდ ევროინტეგრაციის, არამედ კონსტრუქციული მოლაპარაკებების გზაზე

როდესაც მოლაპარაკებები გსურს და დიალოგი, სანქცირებულ ადამიანს არ წაიყვან იმ ქვეყნებში, რომლებმაც ის დაასანქცირეს. ჩვენ სახეზე გვაქვს ივანიშვილის მხრიდან საბოტაჟი,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც 21 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის შეხვედრის გაუქმებას გამოეხმაურა.
რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ევროკავშირმა შეხვედრა დელეგაციაში საქართველოს სანქცირებული მაღალჩინოსნის ჩასმის გამო გააუქმა, ფავლენიშვილი ამბობს, რომ „დელეგაციის წევრებს შორის სანქცირებული პირის ჩასმა დიპლომატიური ნორმებისა და ცივილიზებული სამყაროს წესების წინააღმდეგ გალაშქრებაა”.
„ივანიშვილის მზარდი ავტორიტარიზმის პირობებში, შეუძლებელია პოზიტიურ სიგნალს ველოდოთ ევროპიდან, ეს ასევე განპირობებული იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ ივანიშვილის ბოლო ქმედებებით
როდესაც მოლაპარაკებები გსურს და დიალოგი, სანქცირებულ ადამიანს არ წაიყვან იმ ქვეყნებში, რომლებმაც ის დაასანქცირეს. ჩვენ სახეზე გვაქვს ივანიშვილის მხრიდან საბოტაჟთან არა მხოლოდ ევროინტეგრაციის გზაზე, არამედ კონსტრუქციული მოლაპარაკებების გზაზე. ყველაფერი სამწუხაროდ იქნება უარყოფითი ჩვენი ქვეყნისთვისა და ხალხისთვის, სანამ ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში.
მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ დელეგაციაში სანქცირებული ადამიანი არ ჩასვა, თუ კონსტრუქციული ურთიერთობა გსურს. დიპლომატიური ნორმებისა და ცივილიზებული სამყაროს წესების წინააღმდეგ გალაშქრებაა, როდესაც სანქცირებულ ადამიანს მოლაპარაკებებზე უშვებ, ყველა სანქცირებული რომ იყოს, გასაგები იქნებოდა, მაგრამ ბევრი საჯარო მოხელეა, რომელიც სანქცირებული არ არის. ამ ადამიანის ჩასმა საბოტაჟის აქტი იყო”,- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“